ჩემმა ფეხბურთელებმა არდადეგები დაიმსახურეს

AutoSharing Option
"რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ესპანეთის ჩემპიონატის 16-ე ტურის მატჩში "სევილიასთან" მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო დარჩა. მადრიდულმა კლუბმა 1:0 კი მოიგო, მაგრამ პორტუგალიელი მწვრთნელის თქმით, მსაჯმა კლოს გომესმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა.

"მსაჯმა 13 უხეში შეცდომა დაუშვა. ისინი რომ დეტალურად გავარჩიო, შემდეგ მატჩზე დისკვალიფიკაციას მომცემენ. როდესაც საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ზეწოლას არ ვგრძნობ, მაგრამ მუდმივი თავდასხმებისგან დავიღალე. ჩემი გუნდი იმსახურებს, რომ დაიცვან.

დღეს "რეალმა" წამყვანი ფეხბურთელების არყოფნაშიც მებრძოლი სული გამოავლინა. ვწუხვარ, რომ ესპანეთის თასზე კიდევ ერთი მატჩი გვაქვს სათამაშო, რადგან ჩემი აზრით, ფეხბურთელებმა
უკვე დაიმსახურეს დასვენება. დღევანდელი თამაში სანახაობრივად ლამაზი არ გამოვიდა და ამაში მსაჯის დამსახურება დიდია", - თქვა მოურინიომ.


მომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული