13 სერიოზული შეცდომა

AutoSharing Option

"ეს საღამო ძალიან მძიმე იქნებოდა მათთვის, ვისაც სურდა ახალ წელს "რეალი" "ბარსელონას" 4 ან 5-ქულიანი ჩამორჩენით შეხვედროდა. მე მათ ვუთანაგრძნობ", - ასეთი სკანდალური ფრაზით დაიწყო "სევილიასთან" მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია ჟოზე მოურინიომ. შეგახსენებთ, რომ კვირას "რეალმა" რის ვაივაგლახით, ანხელ დი მარიას ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა "სევილია".

"რეფერიმ მატჩში 13 სერიოზული შეცდომა დაუშვა", - გააგრძელა "განსაკუთრებულმა", რომელსაც სკურპულოზულობით დაუთვლია მსაჯის შეცდომები: "ჩემი გუნდი ამქვეყნიური არაა, "რეალი" ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურის გარეშეც წინ მიიწევს. დღეს კი ნამდვილი გმირობა ჩაიდინა, შეუძლებელი შეძლო. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ

გუნდს ვხელმძღვანელობ. სირცხვილია, რომ ოთხშაბათს კიდევ გვათამაშებენ, ნუთუ ამდენი თვის გარჯის შემდეგ ნორმალური არდადეგები არ გვეკუთვნის? მშვიდად იმიტომ ვარ, რომ ჩემმა ბიჭებმა დიდებულად იმუშავეს "სევილიასთან".

არადა ისე წარიმართა ბრძოლა, როგორც "ბარსელონას" სურდა. თან ჩვენ ორი ფეხბურთელი - ჩაბი ალონსო და მარსელო - გვაკლდა დისკვალიფიკაციის გამო. არადა პრაქტიკულად მათ არაფერი დაუშავებიათ "სარაგოსასთან" მატჩში. ყველა და ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ იყო, მაგრამ გავუძელით და ქულები არ დავკარგეთ. ასე რომ გვექცევიან, უფრო ვძლიერდებით მენტალურად. ჩემი საქმე, წვრთნა და გუნდის მომზადება, არასოდეს მომწყინდება და არ დავიღლები, მაგრამ გუნდიც რამენაირად უნდა დავიცვა, როცა რეფერი 13 უხეშ შეცდომას უშვებს. მართლაც კარგი გუნდია "რეალი", ექვსი თვეა ვმუშაობ და თამამად შემიძლია ვთქვა - ბიჭები მოედანზე და მის გარეთ ძალიან კარგები არიან. ამდენი ხანი ვთამაშობთ და მხოლოდ ერთი ცუდი მატჩი გვქონდა".

მოურინიო "ინტერის" ბოლო წარმატებასაც შეეხო და არცთუ კარგად მოიხსენია კოლეგა: "ძალიან მიხარია, "ინტერმა" საკლუბო ჩემპიონატი რომ მოიგო. ვფიქრობ, რაფა ბენიტესი მე უნდა მიმადლოდეს ამას, მე ხომ ფაქტობრივად ვაჩუქე ტიტული, თუმცა "ინტერის" ნამდვილმა გულშემატკივრებმა ისედაც იციან ეს".

აი, ასეთი სკანდალური იყო მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია. ერთი რაც პორტუგალიელს შევამჩნიეთ, "კლასიკოს" შემდეგ გაცილებით გაღიზიანებული ჩანს და ერთ ფრაზაში, ორი-სამი ადამიანის გულის ტკენას ახერხებს. სხვათა შორის, გუშინვე მოურინიოს "ვალენსიას" ბასკმა თავკაცმა უნაი ემერიმ "მჩხავანა ბავშვი" უწოდა.

გუშინ "რეალმა" შეკრება განაახლა, მოურინიოს სხვა გზა არც აქვს - ოთხშაბათს "სამეფო თასზე" "ლევანტესთან" მატჩი ელის. გუშინდელი ვარჯიში პორტუგალიელმა დახურა და მედია საშუალებები "ვალდებებასის" ბაზას ახლოს არ გააკარა.

 

მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე, ეს ქართველი ჟურნალისტები ძაან ტენდენციურები ხართ "რეალის" მიმართ!
ჯერ არის და "რეალის" თამაშების კომენტირებისას ქართველი კომენტატორები ყველანაირად აქილიკებენ "ბლანკოსის" თამაშს! თანაც ვითომ ძაან ტონკად და ვითომ ძაან ობიექტურად, მაგრამ სინამდვილეში აშკარად არღვევენ ეთიკის წესებს!!!
მეორეც, რატო მოიგო "რის ვაი ვაგლახით"?? ამის დამწერმა თამაში ნახაა?? დამიჯდეს და განმიცილოს თამაში რატო იყო ეს "ვაი ვაგლახი"??? ტყუილად რო დაგვტოვეს 10 კაცით იმიტო?? 3-ჯერ 1-1-ზე რო გადიდოდა "რეალის" ფეხბურთელი მეკარესთან და მსაჯებმა არარსებული ოფსაიდი მოიგონეს იმიტო?? ან, იმიტო ხო არა რომ კაპიტანს ყვითელი აუფრიალეს მხოლოდ იმის გამო რო საკუთარი ფეხბურთელი დაიცვა?? ეგეთს პუიოლს გაუბედავენ??
კარგით რაა!! იყავით ვისიც გინდათ იმისი გულშემატკივრები, მაგრამ თუკი ჟურნალისტები ხართ ობიექტურობა დაიცავით! "ვაი-ვაგლახით" კი არა თავზეც გადავუარეთ "სევილიას" და მარტო ბურთის ფლობას გადაავლეთ თვალი და თამაშს უყურეთ რა!!! რასაც ქვია კბილებით იჭერდა მსაჯი "რეალს" და მაინც მოვიგეთ!! ეგეთი "ბარსას" მიმართ რო გააკეთოს მსაჯობამ დადგებით და მილიონ სტატიას დაწერთ თუ როგორ ჩაგრავენ თურმე "ბარსას" და "რეალზე" იგივეს დროდ კი ჩუმდებით!!
არავის არ ჭირდება თქვენი დაცვა, მაგრამ მკითხველი მაინც ნუ შეგყავთ შეცდომაში!!
პატივისცემით!!
madridista
11:59 22-12-2010
0
madridista ყველაფერში გეთანხმები თითქმის..... აქ კი არა თითქმის ყველა ქართულ სატებში და გაზეთებში იწერება არაობიექტურად....
intereli
12:32 22-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული