ის პრეზიდენტი გახდება

AutoSharing Option
ეს სიტყვები "ბარსელონას" პრეზიდენტ სანდრო როსელს ეკუთვნის, რომელიც მიიჩნევს, რომ ხოსეპ გავრდიოლა ადრე თუ გვიან "ბარსელონას" პრეზიდენტი გახდება. "დიარიო ასთან" ინტერვიუში როსელმა შემდეგი განაცხადა:

"გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, მას 10-ბალიანი სისტემით ათიანს დავუწერდი, რადგან ამაზე უკეთ თამაში უბრალოდ შეუძლებელია. გვარდიოლამ კარგად იცის, რომ მას კარგი წინადადება ელის ჩვენგან. მან იცის, რომ 2+3 წლიან კონტრაქტს შევთავაზებთ. საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემებს. ვფიქრობ, რომ მას კარგი შანსი აქვს ისეთივე კარიერა ჰქონდეს "ბარსელონაში", როგორც სერ ალექს ფერგიუსონს - "მანჩესტერში", ან ფრანც ბეკენბაუერს - "ბაიერნში".
დიახ, მიმაჩნია, რომ ერთ დღესაც ის კლუბის პრეზიდენტი გახდება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული