ნოლიტო - ბარსელონადან ბენფიკაში

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალგაზრდა, ნიჭიერი ფორვარდი ნოლიტო სათამაშოდ პორტუგალიურ გრანდ "ბენფიკაში" გადადის. 24 წლის ნოლიტო ლისაბონურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ის "ბარსას" სარეზერვო გუნდის შეტევების ლიდერია, მაგრამ გვარდიოლამ სულ სამჯერ მისცა შანსი მას პირველ გუნდში (აქედან ორჯერ "სამეფო თასზე"). ამბობენ, ნოლიტოს მოთმინების ფიალა ბოიან კრკიჩის ახალმა კონტრაქტმა ამოუწურა. სხვათა შორის, მისით მოსკოვის "სპარტაკი", "პანათინაიკოსი", "მონაკო" და "ფიორენტინა" არიან დაინტერესებულნი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული