ჟოზე ლევანტეს თანაუგრძნობს

AutoSharing Option
"რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ესპანეთის თასის 1/8 ფინალურ მატჩში "ლევანტეს" 8:0 განადგურების შემდეგ, სრულიად კმაყოფილი იყო როგორც შედეგით ასევე თამაშით. გუშინდელ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდომ და ქარიმ ბენზემამ ჰეთთრიქი შეასრულეს.

"მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს დახმარებისთვის. ვფიქრობ, მათ დიდი სიამოვნება მივანიჭეთ. "ლევანტეს" ფეხბურთელებს კი შემიძლია მხოლოდ თანავუგრძნო, რადგან ასეთი ანგარიშით წაგება ყოველთვის ძნელი გადასატანია. გუნდის სტატისტიკით კმაყოფილი ვარ: მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩავატარეთ, 20 გამარჯვება მოვიპოვეთ, 4 ფრე ვითამაშეთ და მხოლოდ ერთი თამაში წავაგეთ. ეს მშვენიერი მაჩვენებელია", - თქვა პორტუგალიელმა
სპეციალისტმა.


მომზადებულია  Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
მომისმინეთ ბარსამანებო:ტვინი ნუ წაიღეთ მაგ 5:0 რა. ბოლო ბოლო ესპანეთის რიგით მეორე სიძლიერის გუნდთან წააგო და არა ცხრილის შუა ადგილისთვის მებრძოლ ჰერკულესთან!
real madrid 4 ever
14:22 24-12-2010
0
rsj79 კი ბრატ აქვს დიქტატორ ფრანკოს დროს და ეხლანდელ ეპოქაში 5-0 6-2 აგებს
beqa1685
20:35 23-12-2010
0

სიახლეები პოპულარული