ფიფას "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის ვინაობა იანვარში გაირკვევა, "ვორლდ სოკერმა" კი უკვე დაასახელა რჩეული - ჩავი ერნანდესი. ავტორიტეტული ბრიტანული ჟურნალის რჩეულმა მკითხველთა ხმების 25,8% მიიღო და თანაგუნდელ ლეო მესის აჯობა. ასე დაუფასდა მსოფლიოს ჩემპიონს ის ჯაფა, რაც მან 2010 წელს ეროვნულ ნაკრებსა და "ბარსელონაში" გასწია. წლეულს "ვორლდ სოკერის" არჩევნები 28-ედ ჩატარდა. პრიზის შარშანდელმა მფლობელმა ლეო მესიმ ხმების 24,1% მიიღო. როგორც ხედავთ, არგენტინელი სულ მცირედით ჩამორჩა ჩავის. მესამე ადგილზე ჰოლანდიელი ვესლი სნეიდერი გავიდა, "ინტერის" ვარსკვლავმა ხმების 17,3% დააგროვა.
ათეულში მოხვედრილი 9 წევრი
წლის საუკეთესო გუნდი ესპანეთის ეროვნული ნაკრები გახდა, რომელმაც უდიდესი უპირატესობით მოიგო გამოკითხვა, საუკეთესო მწვრთნელი კი ჟოზე მოურინიო გახდა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი თომას მიულერია.
წლის საუკეთესო ფეხბურთელი
1. ჩავი (ბარსელონა) 25,8%
2. მესი (ბარსელონა) 24,1
3. სნეიდერი (ინტერი) 17,3
4. ფორლანი (ატლეტიკო) 15,8
5. ინიესტა (ბარსელონა) 10,8
6. დ. მილიტო (ინტერი) 1,2
7. ვილია (ბარსელონა) 1,1
8. კასილიასი (რეალი) 0,9
9. ეტოო (ინტერი) 0,5
10. რობენი (ბაიერნი) 0,4
სხვები 2,1
წლის საუკეთესო მწვრთნელი
1. მოურინიო (ინტერი/ბარსელონა) 48,3
2. დელ ბოსკე (ესპანეთი) 26,6
3. ტაბარესი (ურუგვაი) 5,2
4. ლიოვი (გერმანია) 3,3
5. გვარდიოლა (ბარსელონა) 2,5
წლის საუკეთესო გუნდი
1. ესპანეთი 63,3
2. ინტერი 16,5
3. ბარსელონა 5,3
4. ურუგვაი 3,5
5. გერმანია 2,4
წინა გამარჯვებულები
1982 პაოლო როსი
1983 ზიკო
1984 მიშელ პლატინი
1985 მიშელ პლატინი
1986 დიეგო მარადონა
1987 რუუდ გულიტი
1988 მარკო ვან ბასტენი
1989 რუუდ გულიტი
1990 ლოთარ მათეუსი
1991 ჟან-პიერ პაპენი
1992 მარკო ვან ბასტენი
1993 რობერტო ბაჯო
1994 პაოლო მალდინი
1995 ჯანლუკა ვიალი
1996 რონალდო
1997 რონალდო
1998 ზინედინ ზიდანი
1999 რივალდო
2000 ლუიშ ფიგუ
2001 მაიკლ ოუენი
2002 რონალდო
2003 პაველ ნედვედი
2004 რონალდინიო
2005 რონალდინიო
2006 ფაბიო კანავარო
2007 კაკა
2008 კრიშტიანო რონალდო
2009 ლიონელ მესი