სამეფო გუნდის ფიესტა სამეფო თასზე

AutoSharing Option

"სამეფო თასის" მერვედფინალები ზანტად დაიწყო, სამ მატჩში სულ 2 გოლი გავიდა და ისიც ერთი პენალტით, თუმცა ოთხშაბათს ერთბაშად იხუვლეს გოლებმა - 5 შეხვედრაში 27 გოლი გავიდა. განსაკუთრებით კი თავი ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა გამოიჩინეს - საბრალო "ლევანტეს" 8 უპასუხო გოლი გაუტანეს და წყვილის ბედის საკითხი ძველ წელს გაატანეს.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ვალენსიური კლუბის რბევა ვიხილეთ. "ლევანტე" ცუდ დროს ჩაუვარდა ხელთ ჟოზე მოურინიოს შეგირდებს.

ბოლო დროს პორტუგალიელი თავკაცი ერთობ ცუდ ხასიათზეა... 8 გოლიდან 6 ორმა შეაგდო - ქარიმ ბენზემამ და კრიშტიანო რონალდომ ჰეთ თრიკები

მიითვალეს. თითო გოლიც მესუთ იოზილმა და შესვლაზე შესულმა პედრო ლეონმა გაიტანეს. ბევრს გაუკვირდა, რომ ჟოზემ თასზეც საუკეთესო შემადგენლობა გამოიყვანა, მოედანზე რონალდოც ვიხილეთ, რომლის თამაშიც მცირე ტრავმის გამო საეჭვო იყო.

დაიწყო მატჩი და ცხადი შეიქმნა, რომ ფეხბურთელებს მოურინიოსგან დავალება ჰქონდათ მიღებული - წყვილის ბედი ახლავე უნდა გარკვეულიყო. პირველი გოლი ბენზემამ გაიტანა, მან ხავი ტორესის უხეირო პასი ჩაჭრა, რობუსტეს ფეხებს შორის გაუტარა ბურთი, მოატყუა ტორესი და მეკარე გუსტავო მუნუა. მალევე რონალდოს პასით იოზილმა გაიტანა. ყველა გოლის აღწერას არ შევუდგებით, დავწერთ, რომ ტაიმი "რეალმა" 4:0 მოიგო, ხოლო გოლების უმეტესობა "ლევანტეს" მცველთა საშინელი თამაშის წყალობით გავიდა. 4 იანვარს "სიუტატ დე ვალენსიაზე" საპასუხო მატჩია, სადაც მოურინიო "რეალის" სარეზერვო შემადგენლობას გამოცდის. იცით რა თქვა წაგების შემდეგ "ლევანტეს" თავკაცმა ლუის გარსიამ?  - ისინი მოტობაიკებით ასპარეზობდნენ, ჩვენ კი - სამთვალას ველოებითო.

"ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკომ" "ესპანიოლს" უმასპინძლა და წვიმიან ამინდში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ცხადია, ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ იანვარში, ბარსელონაში გაირკვევა. გამარჯვების გოლი პენალტით "ატლეტიკოს" კაპიტანმა სიმაომ გაიტანა, რომელიც ამ თამაშით დაემშვიდობა ესპანურ გუნდს.  ამ თამაშში პირველივე ტრაიმში კოჭი იღრძო მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმა. ექიმთა დასკვნით, ის 3 კვირით გამოაკლდა "ატლეტიკოს".

ოთხშაბათს "სანჩეს პისხუანზე" ნამდვილი ანდალუსიური თრილერი ვიხილეთ 8 გოლით - "სევილიამ" 2-ბურთიანი სხვაობით კი დაამარცხა "მალაგა", მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მეოთხედფინალში გასვლის საკითხი უკვე გადაწყვიტა - 5:3. სევილიაშივე სეგუნდადივიზიონის "ბეტისი" 1:2 დამარცხდა "ხეტაფესთან". გვარიანად იმხიარულა მაყურებელმა ალმერიაშიც, სადაც ადგილობრივმა გუნდმა 4:3 მოუგო "მალიორკას".


ატლეტიკო-ესპანიოლი 1:0
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - უიფალუში, პერეა, დომინგესი, ფ. ლუიში - რეიესი, ასუნსაო, ტიაგო, სიმაო (82. რ. გარსია) - ფორლანი (13. დ. კოშტა), აგუერო (90. ფ. მერიდა).
ესპანიოლი (4-2-3-1): ალვარესი - ჩიკა, ამატი, რუისი, დ. გარსია - ბაენა, ხ. მარკესი (46. ხ. კალეხონი) - ვერდიუ, ს. გარსია (70. ფორლინი), დატოლო (76. ალვარო) - ოსვალდო.
გოლი: 1:0 სიმაო (32-პენ)
გაძევება: რეიესი (41), რუისი (66)


ბეტისი-ხეტაფე 1:2
ბეტისი (4-4-2): კასტო - ისიდორო, ბელენგერი, დორადო, ვეგა - სევილია, არსუ (46. ესეკიელი), ბენატი (68. ხუანდე), ისრაელი (61. როდრი) - რ. კასტრო, მოლინა.
ხეტაფე (4-2-3-1): უსტარი - მ. ტორესი, რაფა, მარკანო, მანე - ბოატენგი, პარეხო - პ. რიოსი (82. კასკერო), მანუ (64. არისმენდი), გავილანი (76. ვ. სანჩესი) - მიკუ.
გოლები: 0:1 მიკუ (27), 0:2 პ. რიოსი (35), 1:2 მოლინა (87-პენ)


სევილია-მალაგა 5:3
სევილია (4-4-2): პალოპი - კონკო (46. ალექსისი), კასერესი, ესკუდე, ლუნა - ალფარო, ზოკორა, რომარიკი, კაპელი - ლ. ფაბიანო (54. კანუტე), ნეგრედო (75. როდრი).
მალაგა (4-4-2): რუბენი - გასპარი, მალაგუენო, ველიგტონი, მტილიგა - პორტილიო (66. ფერნანდო), რესიო (73. მ. ტორესი), ს. სილვა, დუდა (56. ელიზეუ) - რონდონი, ქუინსი.
გოლები: 1:0 ალფარო (11), 1:1 რონდონი (19), 1:2 რონდონი (26), 2:2 ნეგრედო (32), 2:3 ქუინსი (41), 3:3 რომარიკი (66), 4:3 რომარიკი (80), 5:3 კაპელი (82).


ალმერია-მალიორკა 4:3
ალმერია (4-3-3): ესტებანი - ლილიო, მ. სილვა, კ. გარსია, იაკობსენი - ხოსე ორტისი (62. კრუსატი), ბერნარდელო, ვარგასი - ვალერი (62. კ. უჩე), ულოა (77. კორონა), პიატი.
მალიორკა (4-4-2): ლუქსი - რატინიო, კრესპი, რუბენი, კევინი - ნსუე, დე გუზმანი, ხ. ვიქტორი, პერეირა - ვებო, ვიქტორი (89. რამისი).
გოლები: 1:0 ულოა (6), 1:1 დე გუზმანი (22), 2:1 ულოა (28), 2:2 ვიქტორი (44), 3:2 უჩე (65), 4:2 ულოა (72), 4:3 ვებო (88).


რეალი-ლევანტე 8:0
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ლ. დიარა, პეპე, ალბიოლი, მარსელო - ჩაბი ალონსო, გრანერო (74. მ. დიარა) - დი მარია, იოზილი (74. პ. ლეონი), რონალდო - ბენზემა (77. მორატა).
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - სერა, ბალესტეროსი, რობუსტე, დელ ორნო - სერხიო (57. რ. სუარესი), ხ. ტორესი - მუნიოსი, პალიარდო, ხუანლუ (69. ვალდო) - ფ. კაისედო (46. სტუანი).
გოლები: 1:0 ბენზემა (6), 2:0 იოზილი (9), 3:0 ბენზემა (31), 4:0 რონალდო (44), 5:0 ბენზემა (68), 6:0 რონალდო (71), 7:0 რონალდო (73), 8:0 პ. ლეონი (89).

მკითხველის კომენტარები / 7 /
მართალია ცოდვაა ლევანტე ასე რომ შერცხვა მაგრამ,მეორეს მხრივ ეს აუცილებელი იყო ბენზემასთვის რათა მან თავის თავში ძალა იპოვოს და ათამაშდეს. ჩემის მხრივ კი ვულოცავ რეალის გულშემატკივარს ამ გამარჯვებას!
4rmd
14:26 24-12-2010
0
მართალია საჭირო იყო ეს შოუ და განადგურება, რადგან ბარსამ ისე გაანადგურა რეალი, რომ ყველანაირი რწმენა ჰქონდათ დაკარგული, მაგრამ აპრილში თუ იგივე განმეორდა მაშინ არ ვიცი მოურინიოს რას უზამენ...
bachanach
15:17 24-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული