აფელაიმ ბარსასთან ხელი მოაწერა

AutoSharing Option

გუშინ "ბარსელონამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჰოლანდიელმა იბრაჰიმ აფელაიმ წარმატებით გაიარა სამედიცინო ტესტირება და "ეინდჰოვენის" ყოფილმა ფეხბურთელმა საზეიმო ვითარებაში მოაწერა კონტრაქტს ხელი კლუბის პრეზიდენტ სანდრო როსელის თანდასწრებით. ხელშეკრულება 4 წელზეა გათვლილი და ძალაში იანვრიდან შევა.

აფელაიმ კლუბის სამედიცინო ცენტრში ყველანაირი ტესტირება გაიარა, სხვადასხვაგვარი დასხივებები, კუნთოვანი სხეულის შემოწმება, პოდოლოგია და ექოგრაფია. 24 წლის ჰოლანდიელი ჯანსაღია და მას თავისუფლად შეუძლია ემსახუროს "ბარსას".


"მას უნაკლოდ ჯანსაღი ორგანიზმი აქვს. დღეისათვის, მას არ აქვს არანაირი ტრავმა, თუნდაც სულ მცირე მასშტაბის. აფელაის გამძლეობა მაღალი დონისაა. წარსულში არ

გადაუტანია რაიმე სერიოზული დაზიანება", - ეს არის "ბარსელონას" ექიმთა ჯგუფის ოფიციალური დასკვნა.   

ამიერიდან, ვინც აფელაის ყიდვას მოინდომებს, "ბარსელონასთან" მოლაპარაკება 100 მილიონი ევროდან უნდა დაიწყოს. "ბარსელონამ" პსვ-ს აფელაის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაუხადა და, თუკი ჰოლანდიელს გაყიდის, ეინდჰოველები თავის წილს მიიღებენ.

"ბარსელონა" ვალდებულია 2013 წელს პსვ-ს საუკუნოვან იუბილეზე ესტუმროს.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული