მარტინ დემიკელისი გახარებულია

AutoSharing Option
"მალაგას" ახალწვეული მარტინ დემიკელისი კლუბისა და გარემოს გამოცვლით უზომოდ გახარებულია. იანვრიდან არგენტინელი მცველი "ბაიერნს" 6 თვით დაემშვიდობება და იჯარის წესით ანდალუსიურ კლუბში ითამაშებს. სეზონის ბოლოს კი "მალაგას" აქვს უფლება 3 მილიონი ევროს საფასურად გამოისყიდოს დემიკელისის დარჩენილი კონტრაქტი ბავარიულ კლუბში, რომელიც 2012 წლის ზაფხულში სრულდება.

"ბაიერნში" შვიდი დაუვიწყარი სეზონი გავატარე და ახლა შობის შემდეგ "მალაგაში" გადავალ. ბრწყინვალე ტრანსფერია", - უთხრა "ბილდს" არგენტინელმა, რომელიც მანუელ პელეგრინის გუნდს პრიმერადივიზიონში დარჩენაში დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული