კანალესმა ჟოზე მოურინიოს ხელში ვერ გამოავლინა თავისი საუკეთესო თვისებები და "რეალში" დამკვიდრება გაუჭირდა, ამას დაერთო ტრავმებიც. კატალონიური "სპორტი" წერდა, რომ სწორედ ამის გამო 19 წლის ფეხბურთელი მზად იყო ლონდონურ კლუბს ჩემპიონობისათვის ბრძოლაში დახმარებოდა, მაგრამ "არსენალში" ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.
ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერს "სამეფო კლუბთან" 6-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს.