დაბლა მესი და მაღლა ლორენტე

AutoSharing Option

მართალია, ლა ლიგას ეკვატორი ჯერ არ გადაულახავს, მაგრამ ზამთრის შესვენება ახლაა - 20 დეკემბრიდან 2 იანვრამდე. ესპანეთის ჩემპიონატში 16 ტური გაიმართა. დროა, სტატისტიკას და ანალიტიკას სეზონის ძირითადი აქცენტები "გამოვტყუოთ". ისევე, როგორც შარშან (და ხშირად) ჩემპიონატი უკვე იქცა ორი ბედაურის დოღად - რა უნდა მოხდეს, რომ "ბარსელონასა" და "რეალის" დავაში მესამე კლუბი ჩაერიოს? ძალიან კარგი გუნდია "ვილიარეალი", ამ სეზონში ბრწყინვალედაც ასპარეზობს, უახლოეს კონკურენტებს 5-5 ქულითაც უსწრებს, მაგრამ... 

მაშ ასე, პრიმერადივიზიონში უკვე ჩატარდა 160 მატჩი, რომლებშიც 438 გოლი გავიდა (9 ავტოგოლი), რაც

საშუალოდ 2,74 გოლია შეხვედრაში. სეზონში ყველაზე ხშირად 3 გოლი გადის ხოლმე (39 მატჩი), ბლომადაა 2-გოლიანი შეხვედრებიც (37), სულ კი 11 უგოლო თამაში ვიხილეთ, ყველაზე მეტი, 8 გოლი სეზონის ორ შეხვედრაში გავიდა. პრიმერას გოლების 63% ანუ 272 ფორვარდთა ანგარიშზეა, 28% (122) ნახევარმცველების ყოჩაღობის შედეგია, 10% კი - მცველების (43), 1 გოლი სულაც მეკარემ გაიტანა. 

ყველაზე გამტანი გუნდი "ბარსელონაა" - 51 გოლი 16 მატჩში (3,19 მატჩში) და ყველაზე ნაკლებად გამშვებიც - 9 გოლი (0,56 მატჩში). "ბარსელონასთან" ახლოსაც ვერ მოდის "რეალი" (2,44 გოლი მატჩში), მით უფრო - სხვა კლუბები, რომელთა ნახევარს საშუალოდ 2 გოლზე ნაკლები გააქვს, მეორე ნახევარს კი - გოლზე ნაკლები. ყველაზე უთავბოლო დაცვის პატრონი კი "მალაგაა" - 2,19 გოლი მატჩში ანდალუსიელთა კარში. "ბარსელონა" კიდევ ერთ ნომინაციაშია პირველი - ამ სეზონში "ბლაუგრანას" 12 ფეხბურთელმა გაიტანა, 11-11 გოლეადორი ჰყავთ "ხეტაფესა" და "ვალენსიას", მაშინ როცა "რეალს" - მხოლოდ 7. ყველაზე რთულად ამ მხრივ საქმე "რეალ სოსიედადს" აქვს. ბასკურ კლუბში გოლები ამ სეზონში მხოლოდ 5 ფეხბურთელს გააქვს. 

პენალტის ნიშნულიდან 5 გოლი "სამეფო კლუბმა" გაიტანა და ეს სარეკორდო მაჩვენებელია. შედარებისთვის, "ბარსამ" მხოლოდ ერთი პენალტი შეაგდო, "ალმერიამ" და "რასინგმა" კი - არც ერთი. ნელ-ნელა სულ უფრო იშვიათად გადის ბურთი საჯარიმო დარტყმებით, ამ საქმის დიდოსტატთა რიცხვს არ მოუკლია, მაგრამ მეკარეები უკვე მოწოდების სიმაღლეზე არიან და ძალზე იშვიათად უშვებენ ბურთებს - ჩემპიონატში სულ 11-ჯერ გაიტანეს საჯარიმო დარტყმით, აქედან 7 გოლი "რეალსა" და "ბილბაოზე" მოდის. უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ, კრიშტიანო რონალდოსა და იგორ გაბილონდოზე. პრიმერას 14-მა კლუბმა ერთხელაც ვერ გაიტანა საჯარიმო დარტყმით! მათ შორისაა "ბარსელონაც".

მოგეხსენებათ, გოლის გატანა თავითაც შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაშიც მოიკოჭლებენ ესპანეთში - ყველაზე მეტი შედეგიანი თავური (10) ბილბაოს "ატლეტიკის" მონაგარია, რაც უმთავრესად ფერნანდო ლორენტეს (6 თავური) დამსახურებაა. თავით სულ 2-2 გოლი გაიტანეს "ბარსამ" და "რეალმა". 

ახლა მეგოლეებზეც გადავიდეთ. აქ დიდი ბრძოლა გააჩაღეს კრიშტიანო რონალდომ და ლეო მესიმ. 16 ტურის შემდეგ მათ 17-17 გოლი გაიტანეს. ამ სუპერშედეგიანობის მიუხედავად ჯერ ვერ ვიტყვით გადაწყვეტით, რომ "პიჩიჩის" აუცილებლად ეს დუეტი გაითამაშებს. მართალია, ჩამორჩენა საკმაოა, მაგრამ დავიდ ვილიას, ფერნანდო ლორენტეს, ნილმარის, ჯუზეპე როსისა და სხვების უგულველყოფა არ შეიძლება. რონალდომ უფრო მეტი ითამაშა და 4 გოლი პენალტის წყალობით გაიტანა, მაშინ როცა, მესიმ ნაკლებ თამაშში მხოლოდ ერთხელ დაარტყა თერთმეტმეტრიანი. მოკლედ, ჯერჯერობით მესი უფრო საშიში ფორვარდია. აი, მისი ნაკლიც - საჯარიმო დარტყმებით ან თავურით გოლი არ გაუტანია (რონალდო - 3 საჯარიმო, 1 თავური). მაგრამ კრიშტიანო თავისი 5 საგოლე პასით ახლოსაც ვერ მივა ლეოსთან, რომელიც ამ მაჩვენებელითაც პირველია (ოღონდ, უკვე ერთპიროვნული) - წლეულს მესის წყალობით "ბარსამ" 10 გოლი გაიტანა. არგენტინელი უახლოეს მდევრებს 4 საგოლე პასით უსწრებს. კრიშტიანო რონალდომ ერთზე მეტი გოლი 6-ჯერ გაიტანა (1 პოკერი, 1 ჰეთ თრიკი, 4 დუბლი), მესის ანგარიშზეა 1 ჰეთ თრიკი და 5 დუბლი. სამი დუბლია ვილიას ანგარიშზე, ორ-ორი დუბლი მიითვალეს სერხიო აგუერომ, ნელსონ ვალდესმა და დიეგო ფორლანმა. მესის ყოველ 77 წუთში ერთხელ გააქვს გოლი, რონალდოს - 89 წუთში. 

ლა ლიგის ორ ბომბარდირზე კიდევ უფრო დეტალურად შევჩერდებით. კრიშტიანო რონალდომ ითამაშა 16-ვე მატჩში, 17 გოლიდან 12 მარჯვენა ფეხით გაიტანა, 4 - ცაციათი, 1 თავით. პორტუგალიელმა მეტოქეთა კარში სულ 111-ჯერ დაარტყა (83 მარჯვენა, 18 მარცხენა, 10 თავი), ის 3-ჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში, ბურთი 199-ჯერ დაკარგა და 20-ჯერ მოიპოვა. რონალდო ორჯერ გააფრთხილეს. ლეო მესიმ 14 თამაშში 2 გოლი გაიტანა მარჯვენათი, ხოლო 15 მარცხენათი. მესიმ კარში 69-ჯერ დაარტყა (13 მარჯვენა, 54 მარცხენა, 2 თავი), ის ერთხელ გააფრთხილეს. ლეო ოფსაიდში 14-ჯერ მოხვდა, 171-ჯერ დაკარგა ბურთი და 32-ჯერ მოიპოვა.  

ეს სეზონი რომ ბრწყინვალედ დაიწყო "ბარსელონამ" ამ მცირე სტატისტიკური დეტალითაც ჩანს - გუნდი სულ რაღაც 72 წუთის განმავლობაში იყო მდევრის სტატუსით, ხოლო 891 წუთის განმავლობაში წინ იყო. ერთიც და მეორეც ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. მაგალითისვის, აუტსაიდერი "სარაგოსა" სეზონში სულ 65 წუთი იყო წინ. 

ყველაზე მეტი პენალტი - 9 - "სევილიას" მატჩებში დაინიშნა, 5 ანდალუსიელთა სასარგებლოდ და 4 მათ კარში (თითო აცდა). ამ მხრივ დადებითი ბალანსი აქვს "რეალს" - 5 პენალტი მეტოქის და მხოლოდ ერთი იკერ კასილიასის კარში. "მალიორკას" კი მსაჯები არ წყალობენ - 7 პენალტი მათ კარში (1 აცდა). "პენალტისტ" მსაჯად მიგელ ანხელ გამესს მივიჩნევთ, მან 7 პენალტი დანიშნა სეზონში. სრულიად საპირისპირო სურათია იტურალდე გონსალესის ნამსაჯებ მატჩებში - ერთადერთი პენალტი მთელს სეზონში. 

გოლებიდან სადისციპლინო საკითხზე გადავიდეთ. წითელი ბარათი 3 ქულად აღვნიშნოთ, ყვითელი - ქულად და დავითვალოთ - 71-71 ქულა ორ ყველაზე უდისციპლინო გუნდს, "ვალენსიას" და "ესპანიოლს" დაუგროვდა. ყველაზე დისციპლინირებულნი კი "ბარსელონა" და "რეალ სოსიედადია" - 35-35 ქულა. ლა ლიგის "ტოპ ტერმინატორები" არგენტინელი ლეონარდო პონსიო (სარაგოსა) და ალბერტო ბოტია (სპორტინგი) არიან - 11-11 ქულა, მათ არც პორტუგალიელი რიკარდო კარვალიო (რეალი) ჩამორჩება (10 ქულა). 

ლა ლიგის 16 ტურში სულ 539 ფეხბურთელი გაისარჯა. აქედან 351 ესპანელია. ყველაზე დიდი ლეგიონი კი არგენტინას ჰყავს: 38 (4 მეკარე, 10 მცველი, 12 ნახევარმცველი და 12 ფორვარდი). 22 ლეგიონერით იწონებს თავს ბრაზილია, 17-17 წარმომადგენელი ჰყავთ საფრანგეთსა და პორტუგალიას, 16 - ურუგვაის. ლა ლიგაში 6-6 იტალიელი და ჰოლანდიელია, 4-4 - კამერუნელი და კოლუმბიელი და ასე შემდეგ - ესპანურ პრიმერაში 42 ქვეყნის 228 ლეგიონერი თამაშობს.


ახლა გადავიდეთ იმ ტაქტიკურ სქემებზე, რომლებსაც ესპანეთში ყველაზე ხშირად იყენებენ. სეზონში ყველაზე მეტჯერ, 114-ჯერ გამოიყენეს 4-2-3-1 ტაქტიკა, რომელიც მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში უკვე ყველაზე პოპულარულია. ჟოზე მოურინიომ ერთი შემთხვევის გარდა სულ ამ სქემით ათამაშა გუნდი. 64-ჯერ მიმართეს კლასიკურ 4-4-2-ს, 26-ჯერ 4-3-3-ს. სხვათა შორის, ამ შემტევი ტაქტიკით მხოლოდ სამი გუნდი თამაშობს ძირითადად, "ბარსელონა", "ალმერია" და "მალაგა".     

მოგეხსენებათ, ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე ბევრიც არაფერია. გუნდებმა 8-8 შეხვედრა ჩაატარეს შინ. "კამპ ნოუზე" საშუალო დასწრება შთამბეჭდავია - 79 497. ამას დიდად არც "სანტიაგო ბერნაბეუ" ჩამორჩება - 70 250 გულშემატკივარი მატჩში, კარგი დასწრებაა "ვისენტე კალდერონზეც" - 45 500. მიუხედავად ამისა, საშუალო დასწრებით ლა ლიგა დიდად ვერ დაიკვეხნის - 28 297 მატჩი საშუალოდ ერთ შეხვედრაში. ყველაზე ცუდად საქმე მადრიდის გარეუბანში, "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" აქვთ, "ხეტაფეს" მატჩებს საშუალოდ 10 ათასი გულშემატკივარიც ვერ ესწრება. ყველაზე დიდი დასწრება "ელ კლასიკოს" ჰქონდა - 97 ათასი ადამიანი, "ხეტაფე"-"სარაგოსას" კი 6 ათასმა ადამიანმა უყურა.    

ამ 16 ტურის განმავლობაში ლა ლიგის მწვრთნელები საშუალოდ 23 ფეხბურთელით გავიდნენ ფონს. ყველაზე დიდ ძიებაში ლა კორუნიის "დეპორტივოს" თავკაცი მიგელ ანხელ ლოტინა იყო, მან 28 ფეხბურთელი ათამაშა, თავის შემადგენლობაში ყველაზე უკეთ კიკე ფლორესი გაერკვა და 19 ფეხბურთელზე მეტი არც დასჭირვებია. ყველაზე მეტი უცხოელი (14) ათამაშა "სევილიამ", ნაკლები - რა თქმა უნდა, ბილბაოს "ატლეტიკმა" - არც ერთი. გაგიკვირდებათ და, ყველაზე ახალგაზრდული გუნდი "რეალს" ყოლია - 24,0 წელი საშუალო ასაკი, ყველაზე ხანდაზმული კი "ოსასუნაა" - 28,9 წელი.

სხვადასხვა სტატისტიკური ცხრილების შემდეგ, შემოგთავაზებთ ლა ლიგის ლიდერებს "დონ ბალონის" შეფასებების მიხედვით.



ლა ლიგა 2010/11. მიმდინარე სტატისტიკა 

გოლები

გუნდი გოლი პენ. საჯარიმო თავური ფეხბ. რიცხვი

1. ბარსელონა 50 1 - 2 12
2. რეალი 38 5 4 2 7
3. ვილიარეალი 30 3 - 1 8
4. ატლეტიკო 26 1 - 6 8
5. ბილბაო 25 2 3 10 8
6. ხეტაფე 24 4 - 2 11
7. ვალენსია 23 1 1 6 11
8. სევილია 21 4 - 3 8
9. მალაგა 20 1 - 3 9
10. სოსიედადი 20 2 - 6 10
11. ესპანიოლი 18 4 - - 7
12. ლევანტე 18 1 - 5 8
13. ერკულესი 18 3 1 2 5
14. მალიორკა 16 2 - 5 6
15. ალმერია 15 - - 6 5
16. ოსასუნა 15 2 1 4 10
17. სარაგოსა 14 3 - 1 9
18. რასინგი 13 - 1 2 9
19. დეპორტივო 13 3 - 3 9
20. სპორტინგი 12 3 - 3 7
საკ. კარში 9 - - - -
სულ 438 45 11 72 -


ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენ. საჯ. თავური პასი
1. კრიშტიანო რონალდო რეალი 18 4 3 1 4
2. ლიონელ მესი ბარსელონა 17 1 - - 10
3. დავიდ ვილია ბარსელონა 11 - - 1 5
4. ნილმარი ვილიარეალი 10 - - 1 3
5. ფერნანდო ლორენტე ბილბაო 10 - - 6 -
6. ჯუზეპე როსი ვილიარეალი 9 3 - - 4
7. დავიდ ტრეზეგე ერკულესი 8 2 - 1 -
8. ფელიპე კაისედო ლევანტე 7 - - - -
9. სერხიო აგუერო ატლეტიკო 7 - - 1 2
10. გონსალო იგუაინი რეალი 7 - - - 3
11. ნელსონ ვალდესი ერკულესი 6 - - 1 1
12. დიეგო ფორლანი ატლეტიკო 6 - - - 2
13. პედრო როდრიგესი ბარსელონა 6 - - - 6
14. არის ადურიცი ვალენსია 6 - - 4 1
15. პაბლო ოსვალდო ესპანიოლი 6 1 - - 2
16. ფრედერიკ კანუტე სევილია 5 2 - - 2
17. ალვარო ნეგრედო სევილია 5 2 - - 1
18. ხოსე რონდონი მალაგა 5 - - 2 -
19. მარკუს როზენბერგი რასინგი 5 - - - -
20. რობერტო სოლდადო ვალენსია 5 1 - - 1


მეპასეები

ფეხბურთელი გუნდი პასი
1. ლიონელ მესი ბარსელონა 10
2. პედრო როდრიგესი ბარსელონა 6
3. ხუან მატა ვალენსია 6
4. მესუთ იოზილი რეალი 6
5. ჩაბი პრიეტო სოსიედადი 6
6. სიმაო საბროსა ატლეტიკო 5
7. დავიდ ვილია ბარსელონა 5
8. ელიზეუ მალაგა 5
9. კრიშტიანო რონალდო რეალი 5
10. ხოსე კალეხონი ესპანიოლი 4
11. პედრო მუნიტისი რასინგი 4
12. ანხელ დი მარია რეალი 4
13. ბორხა ვალერო ვილიარეალი 4
14. მანუ დელ მორალი ხეტაფე 4
15. ხუანლუ ლევანტე 4
16. სანტი კასორლა ვილიარეალი 4
17. ჯუზეპე როსი ვილიარეალი 4
18. დანი ალვეში ბარსელონა 4
19. ხოსება ლორენტე სოსიედადი 3
20. პიერ ვებო მალიორკა 3


გოლები საშუალოდ

გატანა
1. ბარსელონა     3.19
2. რეალი     2.44
3. ვილიარეალი     1.88
4. ატლეტიკო     1.69
5. ხეტაფე     1.62
6. ბილბაო     1.56
7. ვალენსია     1.50
8. სოსიედადი     1.38
9. სევილია     1.31
10. მალაგა     1.25
11. ერკულესი     1.12
12. ესპანიოლი     1.12
13. ლევანტე     1.12
14. მალიორკა     1.00
15. ოსასუნა     0.94
16. ალმერია     0.94
17. სარაგოსა     0.88
18. რასინგი     0.81
19. სპორტინგი     0.81
20. დეპორტივო     0.81


გაშვება
1. ბარსელონა     0.56
2. რეალი     0.75
3. ვილიარეალი     0.88
4. ვალენსია     1.19
5. დეპორტივო     1.19
6. ატლეტიკო     1.19
7. მალიორკა     1.25
8. ოსასუნა     1.25
9. ერკულესი     1.38
10. ესპანიოლი     1.38
11. ხეტაფე     1.38
12. რასინგი     1.44
13. სპორტინგი     1.50
14. ალმერია     1.56
15. ლევანტე     1.62
16. სოსიედადი     1.62
17. ბილბაო     1.69
18. სევილია     1.69
19. სარაგოსა     1.69
20. მალაგა     2.19


უდისციპლინოები (გუნდები)

გუნდი გაძ. გაფრ. ქულა
1. ვალენსია 4 59 71
2. ესპანიოლი 4 59 71
3. სარაგოსა 6 49 67
4. ხეტაფე 5 52 67
5. სპორტინგი 1 61 64
6. სევილია 5 47 62
7. ბილბაო 4 49 61
8. რეალი 3 47 56
9. ატლეტიკო 2 50 56
10. ლევანტე 1 52 55
11. ერკულესი 4 40 52
12. ვილიარეალი 3 43 52
13. ოსასუნა 3 41 50
14. მალაგა 3 40 49
15. ალმერია 1 42 45
16. რასინგი 2 38 44
17. მალიორკა 1 39 42
18. დეპორტივო 1 36 39
19. ბარსელონა 2 29 35
20. სოსიედადი - 35 35
სულ 55 908 1073


უდისციპლინოები (ფეხბურთელები)

ფეხბურთელი გუნდი გაძ. გაფრ. ქულა
1. ლეონარდო პონსიო სარაგოსა 2 5 11
2. ალბერტო ბოტია სპორტინგი 1 8 11
3. რ. კარვალიო რეალი 1 7 10
4. ელიზეუ მალაგა 2 3 9
5. დავიდ ალბელდა ვალენსია 1 6 9
6. ჟერარდ პიკე ბარსელონა 1 6 9
7. ალექსის რუანო სევილია 1 6 9
8. რაფა ლოპესი ხეტაფე 1 6 9
9. ბორხა ვალერო ვილიარეალი 1 6 9
10. დერეკ ბოატენგი ხეტაფე 1 6 9


ფეხბურთელთა ეროვნება

ესპანეთი 352
არგენტინა 38
ბრაზილია 22
პორტუგალია 17
საფრანგეთი 17
ურუგვაი 16
იტალია 6
ჰოლანდია 6
კამერუნი 4
კოლუმბია 4
მალი 3
სერბეთი 3
შვედეთი 3
დანია 3
კოტ დივუარი 3
ირანი 2
ჩილე 2
ეკვადორი 2
გერმანია 2
სენეგალი 2
თურქეთი 2
განა 2
პარაგვაი 2
მექსიკა 2
ვენესუელა 2
ჩეხეთი 2
ნიგერია 2
რუმინეთი 2
უნგრეთი 2
ისრაელი 1
შვეიცარია 1
პერუ 1
ხორვატია 1
ინგლისი 1
საბერძნეთი 1
აშშ 1
მაროკო 1
ალჟირი 1
ლიტვა 1
ტუნისი 1
პოლონეთი 1
რუანდა 1
ნორვეგია 1


ტაქტიკური სქემები

4-2-3-1  144
4-4-2  64
4-3-3  26
4-1-4-1  19
4-4-1-1  11
4-1-3-2  11
5-4-1  9
4-3-1-2  8
4-1-2-3  6
4-2-1-3  5
4-2-2-2  5
4-5-1  3
5-3-2  2
3-4-3  2
3-4-1-2  2
4-3-2-1  2
3-5-1-1  1


დასწრება სტადიონებზე

გუნდი დასწრება
1. ბარსელონა 79 497
2. რეალი 70 250
3. ატლეტიკო 45 500
4. ვალენსია 39 674
5. სევილია 36 125
6. ბილბაო 35 375
7. ესპანიოლი 27 501
8. სოსიედადი 26 250
9. სარაგოსა 25 500
10. მალაგა 24 312
11. ერკულესი 21 625
12. სპორტინგი 19 875
13. ვილიარეალი 18 812
14. დეპორტივო 16 750
15. ოსასუნა 15 552
16. რასინგი 15 071
17. მალიორკა 13 652
18. ლევანტე 12 483
19. ალმერია 12 262
20. ხეტაფე 9 875
სულ საშუალოდ 28 297


ფეხბურთელთა რაოდენობა, ასაკი

გუნდი ფეხბ. ლეგიონერი საშ. ასაკი
1. დეპორტივო 28 9 26.0
2. სპორტინგი 27 4 25.8
3. ესპანიოლი 27 8 24.3
4. მალაგა 26 13 25.8
5. ვალენსია 26 11 26.3
6. სევილია 25 14 25.5
7. ლევანტე 24 5 27.8
8. ერკულესი 24 11 28.0
9. ბილბაო 24 - 24.7
10. მალიორკა 23 10 25.1
11. რასინგი 22 9 26.6
12. ხეტაფე 22 6 25.3
13. ოსასუნა 22 6 28.9
14. ბარსელონა 21 8 25.5
15. სარაგოსა 21 13 26.5
16. ალმერია 21 13 25.6
17. რეალი 21 11 24.0
18. სოსიედადი 20 3 25.6
19. ვილიარეალი 20 7 25.4
20. ატლეტიკო 19 10 25.5
სულ 463 171 
საშუალოდ 23  25.9


ლიდერები "დონ ბალონის" შეფასების მიხედვით

ფეხბურთელი გუნდი თ. ქულა საშუალოდ
1. ლიონელ მესი ბარსელონა 14 110 7,86
2. ჯუზეპე როსი ვილიარეალი 15 112 7,47
3. ანდრეს ინიესტა ბარსელონა 16 116 7,25
4. ბორხა ვალერო ვილიარეალი 14 101 7,21
5. ნელსონ ვალდესი ერკულესი 11 79 7,18
6. სანტი კასორლა ვილიარეალი 16 114 7,13
7. დიეგო ალვეში ალმერია 16 112 7,00
8. კრიშტიანო რონალდო რეალი 16 111 6,94
9. ნილმარი ვილიარეალი 16 111 6,94
10. დუდუ ავატე მალიორკა 15 103 6,87
11. დავიდ ვილია ბარსელონა 15 102 6,80
12. დანიელ პარეხო ხეტაფე 15 101 6,73
13. ჩავი ერნანდესი ბარსელონა 14 94 6,71
14. დიეგო ლოპესი ვილიარეალი 16 107 6,69
15. კარლოს კამენი ესპანიოლი 12 80 6,67
16. ჩაბი პრიეტო სოსიედადი 16 106 6,63
17. კარლეს პუიოლი ბარსელონა 13 86 6,62
18. კარლოს მარჩენა ვილიარეალი 13 86 6,62
19. ხოსე ანტონიო რეიესი ატლეტიკო 15 99 6,60
20. ნოე პამარო ერკულესი 15 99 6,60

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული