კაკა მოედანს უბრუნდება

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა კაკამ მუხლის ტრავმა სრულად მოირჩინა და მზადაა, "სამეფო კლუბის" შემდეგ მატჩშივე მოედანზე გამოვიდეს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრებისთანავე დაშავდა.

მადრიდელთა სამედიცინო შტაბის პროგნოზის მიხედვით, კაკა ესპანეთის თასის საპასუხო მატჩში "ლევანტესთან", რომელიც 6 იანვარს შედგება, სათამაშოდ მზად იქნება. თუმცა თავად ფეხბურთელი მოუთმენლად ელის მოედანზე გამოსვლას და აპირებს უკვე 3 იანვარს პრიმერადივიზიონის მატჩში "ხეტაფესთან" ითამაშოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული