მოურინიო: ფორვარდი გვესაჭიროება, მაგრამ...

AutoSharing Option

ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო კლუბი დღეისათვის მილანის "ინტერია" და არა - "ბარსელონა". პორტუგალიურ "რეკორდთან" ინტერვიუში მან კვლავ არ აღიარა "ბლაუგრანას" უპირატესობა, მიუხედავად იმისა, რომ "კლასიკოზე" მისი გუნდი კატალონიელებთან 0:5 შერცხვა. "არა, საუკეთესო გუნდი "ინტერია". ამ კლუბმა ხომ ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო".

მოურინიომ "რეალის" დღევანდელ პრობლემებზეც ილაპარაკა და კიდევ ერთხელ მკვეთრად განაცხადა, რომ გუნდს თავდამსხმელი სჭირდება.

"გუნდს თავდამსხმელი სჭირდება. გონსალო იგუაინი და ქარიმ ბენზემა ძალიან მომწონს, მაგრამ ჩვენისთანა გუნდისთვის ეს საკმარისი არაა. მეტი ვარიანტი მსურს

შეტევაში, როცა ერთი ფორვარდით ვთამაშობ, ორი მაინც უნდა მყავდეს რეზერვში, როცა გუნდი ორი ფორვარდით უტევს, ერთი მაინც უნდა იყოს სათადარიგოთა სკამზე, ეს ხომ ელემენტარულია. ახლა, როცა იგუაინი ტრავმირებულია, მით უფრო შეზღუდული ვარ - სეზონი ორი ფორვარდით დავიწყეთ, ახლა სულაც ერთი დაგვრჩა. რატომღაც, მგონია ეს პრობლემა დიდ ხანს გამყვება."

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული