ესპანურმა გაზეთმა AS-მა გამოკითხვა ჩაატარა მკითხველთა შორის, რათა გაერკვია, როგორი განწყობაა გულშემატკივრებში მადრიდის სტადიონ "სანტიაგო ბერნაბეუს" ახალ სახელწოდებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუ" მადრიდის "რეალის" საშინაო არენაა.
მანამდე გავრცელდა "სამეფო კლუბის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის სიტყვები, რომლის თანახმად, სტადიონის ახალ სავარაუდო სახელწოდებად IPIK Bernabeu და ასევე, Cepsa Bernabeu განიხილება. ამ შემთხევაში პერესი ითვალისწინებდა აბუ-დაბის კომპანია International Petroleum Investment Company (IPIC)-ისთან მიღწეულ შეთანხმებას, რომელსაც სტადიონის რეკონსტრუქციისთვის საჭირო ფინანსურ ასპექტში ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, სტადიონის სავარაუდო სახელწოდებები რესპონდენტთა 66,23%-ს არ მოსწონს.
16:02 20-11-2014
მადრიდის ”რეალის” გულშემატკივრებს ”სანტიაგო ბერნაბეუს” ახალი სახელწოდება არ მოსწონთ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული