სერხიო რამოსმა საშუალო განათლების ატესტატი, 10-წლიანი წვალების შემდეგ მიიღო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა მხოლოდ 28 წლის ასაკში მიიღო საშუალო განათლების ატესტატი. ფეხბურთელმა ატესტატის მისაღებად საჭირო ბოლო გამოცდები, სკოლის დამთავრებიდან 10 წლის შემდეგ ჩააბარა.

მსოფლიოსა და ევროპის მომავალმა ჩემპიონმა სკოლაში სწავლას თავი 2004 წელს, მას შემდეგ მიანება, რაც "სევილიასთან" კონტრაქტი გააფორმა და განათლების მიღებისთვის დრო აღარ რჩებოდა. ფეხბურთელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ნელ-ნელა აბარებდა აუცილებელ გამოცდებს, ამ წლის დასაწყისში კი ბოლო ტესტებს გაართვა თავი წარმატებით - ბიოლოგიასა და ეკოლოგიაში.

ამრიგად, საშუალო განათლების ატესტატის მიღებამდე რამოსმა ესპანეთის ნაკრების
შემადგენლობაში მსოფლიოს და ევროპის (ორჯერ) ჩემპიონატების, "რეალის" მაისურით კი ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის ჩემპიონატის (სამჯერ) მოგება მოასწრო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული