ლა ლიგა. XIII ტური: "რეალმა" ზედიზედ მე-16 თამაში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: მალაგა-რეალი 1:2

29 ნოემბერს ესპანური ლა ლიგის მე-13 ტურის მატჩები გაიმართა.

ერნესტო ვალვერდეს "ბილბაომ" ბოლო 15 შესაძლებელიდან 13 ქულა მოიპოვა. "ბილბაომ" სტუმრად 2:1 სძლია "ხეტაფეს". ბენიატმა ჯერ სან ხოსეს გაატანინა, შემდეგ თავად გაიტანა გამარჯვების გოლი საჯარიმო დარტყმით, ანხელ ლაფიტამ მატჩის ბოლოს თავით ერთი გოლი გაქვითა.

ბარსელონაში "ესპანიოლი" აგებდა, მაგრამ კაისედოს და სერხიო გარსიას გოლებით 2:1 იმარჯვა.

კარლო ანჩელოტი "რეალის" ისტორიაში ჩაეწერა, მისმა გუნდმა ზედიზედ მე-16 მატჩი მოიგო, ასეთი რამ კი აქამდე არ მომხდარა. "მალაგასთან" სტუმრად კრიშტიანო რონალდოს არ გაუტანია,
სამაგიეროდ, მან ორი საგოლე პასი მიითვალა და ქარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილს გაატანინა.

მატჩის მიწურულს ისკომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "რეალი" 10 კაცის ამარა დარჩა, თუმცა როკე სანტა კრუსის თავურის გარდა "მალაგა" მეტს ვერ გამორჩა - 1:2.

კარლო ანჩელოტი (რეალი): "ძალიან გახარებული ვარ ამ რეკორდით. ვამაყობ, რომ ამ ფანტასტიკურ გუნდს ვწვრთნი. როცა ჩემი ფეხბურთელები თავს თავდადებულად იცავდნენ, ეს დიდებული იყო. "ლა როსალედაზე" თამაში ყოველთვის ძნელია. "მალაგა" ახალგაზრდული გუნდია, რომელსაც აშკარად აქვს მომავალი".

ხეტაფე-ბილბაო 1:2
გოლები: 0:1 სან ხოსე (36), 0:2 ბენიატი (90), 1:2 ლაფიტა (91)

ესპანიოლი-ლევანტე 2:1
გოლები: 0:1 მორალესი (12), 1:1 კაისედო (19), 2:1 ს. გარსია (35)

მალაგა-რეალი 1:2
გოლები: 0:1 ბენზემა (18), 0:2 ბეილი (83), 1:2 სანტა კრუსი (92)

სელტა-ეიბარი 0:1
გოლი: დელ მორალი (30

1. რეალი - 33 ქულა; 2. ბარსელონა - 28; 3. ატლეტიკო - 26; 4. ვალენსია - 24; 5. სევილია - 23.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული