წლის პირველივე ტურს, რომელიც 2-3 იანვარს უნდა გაიმართოს, ჩაშლა ემუქრება, მიზეზი კი ორია - ესპანეთში, როგორც ევროპის დიდ ნაწილში, ყინვებია და კვირისთვის (2 იანვარს) ამინდის პროგნოზის მიხედვით, ამინდის გაუარესებას უნდა ველოდოთ და არა გამოდარებას. ამიტომაც, ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაცია (AFE) მოითხოვს მატჩების გადადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაფიცვით იმუქრება.
ამ ორგანიზაციამ დრო იხელთა და სხვა მოთხოვნებიც დააყენა, უფრო ზუსტად, ძველი მოთხოვნები გაიხსენა - კლუბებმა და ფედერაციამ ფეხბურთელთა დავალიანების გაცემის გარანტიები გასცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტური ყველა ლიგაში ჩაიშლება. შეგახსენებთ, რომ სეგუნდადივიზიონის ძალიან ბევრი
"ოსასუნას" თავკაცმა ხოსე ანტონიო კამაჩომ ბრძანა, რომ დროა, ესპანურ ფეხბურთში მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა თავიანთი უფლებების დაცვა და ერთად დგომა ისწავლონ. თუკი მოლაპარაკებები ჩიხში შევა, ფეხბურთელები მოედანზე არ გავლენ სათამაშოდ. AFE -ს წევრი ბევრი ცნობილი ფეხბურთელია. მათ შორის, "რეალის" კაპიტანი იკერ კასილიასი და "ბარსელონას" თავდამსხმელი დავიდ ვილია.
ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციის და პროფესიული ლიგის წარმომადგენელების (LFP) გადამწყვეტი შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს. შესაძლოა, ჩემპიონატის მე-17 ტური მთლიანად გადაიდოს, ამიტომ ლა ლიგა დროულად (22 მაისს) აღარ დასრულდეს.
.