მადრიდის "რეალის" ჰოლანდიელმა ლეგიონერმა როისტონ დრენტემ განაცხადა, რომ "ერკულესის" ვარჯიშზე მანამდე არ გამოცხადდება, სანამ კლუბი კუთვნილ ხელფასს არ გადაუხდის. სწორედ ამ მიზეზით გააცდინა მან მცირე შვებულების შემდეგ პირველი ვარჯიში ალიკანტეში. კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვთ, სად არის დრენტე. "ტყუილია, ჩემი უვარჯიშებლობის მიზეზი ყველამ კარგად იცის. ყველა საქმის კურსში ჩავაყენე. მოაგვარებენ პრობლემას, მეც განვაახლებ ვარჯიშს", - აცხადებს დრენტე, რომელიც "ერკულესში" იჯარის წესით თამაშობს და ალიკანტეურ კლუბში ერთ-ერთი საუკეთესოა.
06:40 29-12-2010
დრენტე აჯანყდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული