ესპანეთში 88 ფანატს სტადიონზე შესვლა 5 წლით აუკრძალეს

AutoSharing Option
ესპანეთში ფეხბურთის 88 ფანატს სტადიონზე შესვლა ხუთი წლის განმავლობაში აუკრძალეს - იუწყება AS-ი. ამას გარდა, ეს გულშემატკივრები ჯამში 60 ათასი ევროთი დაჯარიმდნენ.

სასჯელი "ულტრასების" წარმომადგენლებს დააკისრეს, რომლებიც გულშემატკივრებს შორის გაჩაღებულ მასობრივ ჩხუბში მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოსა" და "დეპორტივოს" შორის 30 ნოემბერს გასამართი მატჩის წინ კლუბების ქომაგთა შორის შეტაკება მოხდა. ხელჩართულ ჩხუბში ბეისბოლის ბიტებით, დანებითა და ბოთლებით შეიარაღებული 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. შეტაკება მსხვერპლით დასრულდა - მიღებული ტრავმებისგან "დეპორტივოს" გულშემატკივარი დაიღუპა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული