ლა ლიგა. XIV ტური: კრიშტიანო რონალდოს და "რეალის" ახალი რეკორდები [VIDEO]

AutoSharing Option
6 დეკემბერს ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურის 4 თამაში გაიმართა.

მადრიდის "რეალმა" "სელტას" უმასპინძლა და კრიშტიანო რონალდოს ჰეთ თრიკის წყალობით 3:0 იმარჯვა. პირველი გოლი პორტუგალიელმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გაიტანა, რომელიც სიმულაციას ჰგავდა. მეორე ტაიმში რონალდომ ჯერ მცველის შეცდომით ისარგებლა და დაუმუშავებლად დაარტყა ბურთი, შემდეგ მარსელოს ჩაწოდებას დაუხვდა ადგილზე - 3:0.

ამ ჰეთ თრიკით რონალდომ პრიმერაში გოლების რიცხვით 200-მდე მიაღწია. ეს რონალდოს 23-ე ჰეთ თრიკია ჩემპიონატში ეს კი რეკორდია, პორტუგალიელმა დი სტეფანოს და ზარას გადაუსწრო.

კარლო ანჩელოტის გუნდმა ზედიზედ მე-18
შეხვედრა მოიგო, ეს კი პრიმერას რეკორდის გამეორებაა, რომელიც "ბარსელონას" ეკუთვნის, 2005/06 წლებში კატალონიელებმა ასევე 18-ჯერ იმარჯვეს ზედიზედ.

ესპანეთის ჩემპიონმა "ატლეტიკომ" სტუმრად 2:0 იმარჯვა "ელჩესთან". მე-16 წუთზე მარცხენა ფლანგზე განვითარებული კომბინაცია ხოსე მარია ხიმენესმა დაასრულა. მეორე ტაიმის დასაწყისში მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა.

"კორდობამ" სეზონში პირველად მოიგო და ეს ბილბაოში "ატლეტიკთან" დაპირისპირებაში შეძლო - 1:0.

ელჩე-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 ხიმენესი (16), 0:2 მანჯუკიჩი (53)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბილბაო-კორდობა 0:1
გოლი: 0:1 ღილასი (23)

რეალი-სელტა 3:0
გოლები: 1:0 რონალდო (36-პენ), 2:0 რონალდო (65), 3:0 რონალდო (81)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დეპორტივო-მალაგა 0:1
გოლი: 0:1 დარდერი (21)

1. რეალი - 36 ქულა; 2. ატლეტიკო - 32; 3. ბარსელონა - 31; 4. სევილია - 26; 5. ვალენსია - 24
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორ და ყველა ტურნირზე ერთად პრიმერაო ვინ თქვა?!
0
ზედიზედ 18-ე თამაში როგორ მოიგოოო ტო 13 ტურში უკვე 2 წაგება აქ გვეღადავებით? )))
Cherqeza
14:19 07-12-2014
0

სიახლეები პოპულარული