მადრიდის "რეალმა" "სელტას" უმასპინძლა და კრიშტიანო რონალდოს ჰეთ თრიკის წყალობით 3:0 იმარჯვა. პირველი გოლი პორტუგალიელმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გაიტანა, რომელიც სიმულაციას ჰგავდა. მეორე ტაიმში რონალდომ ჯერ მცველის შეცდომით ისარგებლა და დაუმუშავებლად დაარტყა ბურთი, შემდეგ მარსელოს ჩაწოდებას დაუხვდა ადგილზე - 3:0.
ამ ჰეთ თრიკით რონალდომ პრიმერაში გოლების რიცხვით 200-მდე მიაღწია. ეს რონალდოს 23-ე ჰეთ თრიკია ჩემპიონატში ეს კი რეკორდია, პორტუგალიელმა დი სტეფანოს და ზარას გადაუსწრო.
კარლო ანჩელოტის გუნდმა ზედიზედ მე-18
ესპანეთის ჩემპიონმა "ატლეტიკომ" სტუმრად 2:0 იმარჯვა "ელჩესთან". მე-16 წუთზე მარცხენა ფლანგზე განვითარებული კომბინაცია ხოსე მარია ხიმენესმა დაასრულა. მეორე ტაიმის დასაწყისში მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა.
"კორდობამ" სეზონში პირველად მოიგო და ეს ბილბაოში "ატლეტიკთან" დაპირისპირებაში შეძლო - 1:0.
ელჩე-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 ხიმენესი (16), 0:2 მანჯუკიჩი (53)
ბილბაო-კორდობა 0:1
გოლი: 0:1 ღილასი (23)
რეალი-სელტა 3:0
გოლები: 1:0 რონალდო (36-პენ), 2:0 რონალდო (65), 3:0 რონალდო (81)
დეპორტივო-მალაგა 0:1
გოლი: 0:1 დარდერი (21)
1. რეალი - 36 ქულა; 2. ატლეტიკო - 32; 3. ბარსელონა - 31; 4. სევილია - 26; 5. ვალენსია - 24