ვალდანო: რეალი არავის გაყიდის

AutoSharing Option
"რეალის" გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არავის გაყიდვას არ აპირებს.

ამასთან ერთად "სამეფო კლუბის" წარმომადგენელმა გამოთქვა აზრი, რომ "ოქროს ბურთს" ამ სეზონში ხავი იმსახურებს.

"ვფიქრობ ყველა ფეხბურთელი "რეალში" დარჩება. ჯერ არ გვიფიქრია იგუაინის შეცვლაზე, რადგან მისი ტრავმის სერიოზულობაში ჯერ კიდევ არ ვართ 100 პროცენტით დარწმუნებულნი. ვიმედოვნებ, უახლოეს ხანში ყველაფერი გაირკვევა. ამასთან, მინდა აღვნიშნო: ჩემი აზრით, "ოქროს ბურთი წელს ხავიმ დაიმსახურა", - აცხადებს ხორხე ვალდანო.


მომზადებულია Marca-ს მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული