ოპერაციამ სეზონი დაასრულა

AutoSharing Option
ბილბაოს "ატლეტიკის" მცველმა იონ აურტენეჩემ მხარის ოპერაცია გაიკეთა და მისთვის სეზონი დასრულებულია. მართალია, ექიმთა თქმით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ტრავმა იმდენად რთული იყო, რომ ფეხბურთელს 6 თვემდე დრო ესაჭიროება სრული რეაბილიტაციისათვის. ასე რომ, ამ სეზონში მისი თამაში გამორიცხულია. აურტენეჩე 18 წლის მარცხენა მცველია, მას მომავალში ესპანეთის ნაკრებში მოხვედრას უწინასწარმეტყველებენ. ამ სეზონში იონმა 10-ჯერ მოირგო ბილბაოს ზოლიანი მაისურა, მაგრამ ბოლოს ვარჯიშზე ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, ოპერაციის გარეშე ტრავმის მორჩენის შანსი ძალიან მცირე იყო. მოკლედ, ხოაკინ კაპაროსს აურტენეჩეს იმედი მომავალ სეზონში თუ
ექნება.

"ატლეტიკი" წელიწადს ფერნანდო ლორენტეს გარეშე დაიწყებს, თუმცა გუნდის ლიდერის ტრავმა გაცილებით მსუბუქია - ლორენტე მხოლოდ წლის საწყის ორ შეხვედრას გამოტოვებს.



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული