არგენტინელმა სეზონისწინა ვარჯიშზე მუხლი ამოიგდო, რის გამოც მან თითქმის მთელი ახლანდელი სეზონი გამოტოვა. მან დაკარგა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში, სადაც მყარად ჩაჯდა რიკარდო კარვალიო. ახლა მოურინიოს გუნდის დაცვის ცენტრს პორტუგალიური დუეტი - კარვალიო-პეპე ამაგრებს. გარაი კი მე-4 ცენტრალურ მცველად ითვლება რაულ ალბიოლის შემდეგ. გარაის საბაზრო ფასი 10 მილიონი ევროა.
.