ალონსო წასვლაზე დაფიქრდა

AutoSharing Option
"ესპანიოლის" შემტევი ივან ალონსო არ გამორიცხავს, რომ იანვრის სატრანსფერო სეზონში კლუბს გამოიცვლის. ურუგვაელი "ბლანკ ი ბლაუს" წევრი 2009 წელს გახდა და შარშანდელი სეზონის ბოლომდე სასტარტო შემადგენლობის წევრი იყო. დაიწყო ახალი სეზონი და მისი ადგილი პაბლო ოსვალდომ დაიკავა, რომელიც ბრწყინვალედ ათამაშდა, ალონსო კი უმთავრესად, შეცვლაზე შედიოდა. "არაფერს გამოვრიცხავ. ამ წუთისათვის, ჩემი ტრანსფერის ალბათობა ჰიპოთეზურია, მაგრამ ჩემი ახლანდელი მდგომარეობა კლუბში არ მაკმაყოფილებს.

"ესპანიოლიდან" თუ წავალ, ალბათ, სხვა ქვეყანაში გავაგრძელებ კარიერას. "ესპანიოლში" თაობათა ცვლაა, თუმცა, არ მიმაჩნია, რომ კონკურენციას ვერ გავუძლებ", - განაცხადა
31 წლის თავდამსხმელმა.



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული