მაროკოში კრიშტიანო რონალდოს ხუთ პოლიციელს მიუჩენენ

AutoSharing Option
მაროკოს პოლიცია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის უსაფრთხოდ მასპინძლობისთვის საგანგებოდ ემზადება.

სამართალდამცველთა საქმეს, განსაკუთრებით, ქვეყანაში მადრიდის "რეალის" სტუმრობა ართულებს. ამ კლუბის ფანატები ყველაფერზე არიან წამსვლელნი, რათა მაქსიმალურად ახლოს და დიდი ხნით დაჰყონ თავიანთი კუმირების გვერდით.  განსაკუთრებული "მოთხოვნა" კი, რა თქმა უნდა, "რეალის" მთავარ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოზე იქნება.

არსებული ინფორმაციით, მადრიდული გუნდის უსაფრთხოებისთვის 40 პოლიციელია გამოყოფილი. ყურადღება კი რონალდოზე გამახვილდება, რომელსაც პირადად ხუთი სამართალდამცველი ეყოლება მიჩენილი.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 10-20 დეკემბერს, მაროკოში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული