მონრეალი საოპერაციოა

AutoSharing Option
პამპლონის "ოსასუნას" ფულბეკმა ნაჩო მონრეალმა მუხლი დაიზიანა და ახლა მას 4-დან 6 კვირამდე იძულებითი დასვენება მოუწევს. ესპანეთის ნაკრების ახალწვეულმა ტრავმა ორშაბათის ვარჯიშზე მიიღო. "ოსასუნას" მარცხენა მცველი მუხლზე ოპერაციას დღეს გადაიტანს და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა იძულებითი უქმობის ზუსტი დრო. მოკლედ, გუნდის თავკაცი ხოსე ანტონიო კამაჩო ცუდ დღეშია - ამას წინათ მან ტრავმის გამო ფორვარდი ხავიერ კამუნიასი დაკარგა, ირანელი ლეგიონერები ჯავად ნეკუნამი და მასუდ შოჯაეი აზიის თასზე საასპარეზოდ წავიდნენ და იანვარში ლა ლიგაში ვერ ითამაშებენ.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული