ატლეტიკოდან ატლეტიკში

AutoSharing Option
რაულ გარსიამ შესაძლოა, მადრიდის "ატლეტიკოს" მაისურა ბილბაოს "ატლეტიკისაზე" გაცვალოს. ბასკურმა კლუბმა უკვე მიმართა მადრიდულს აღნიშნული წინადადებით. გარსია მადრიდელებმა 2007 წელს იყიდეს 13 მილიონ ევროდ "ოსასუნასგან", თუმცა ბოლო დროს ის იშვიათად ხვდება სასტარტო შემადგენლობაში, ახლა კი "ვისენტე კალდერონზე" ბრაზილიელი ელიასიც მივიდა. ბასკს კონტრაქტი დედაქალაქის კლუბთან 2012 წელს ეწურება. სხვათა შორის, "ბილბაოს" "სარაგოსას" ნიჭიერი შუახაზელი ანდერ ერერაც სურს.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული