ჩისკომ ფეხბურთელის კარიერის დასრულება გადაიფიქრა

AutoSharing Option
საქართველოს სუპერთასზე საჩხერის "ჩიხურას" კარში გატანილი გოლი სულაც არ გამოდგა უკანასკნელი კარიერაში 34 წლის ესპანელი ჩისკო მუნიოსისთვის.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩისკო კარიერას აგრძელებს, ის "ხიმნასტიკში" ითამაშებს.

"ჩისკო მუნიოსი კარიერას "ხიმნასტიკში" გააგრძელებს, რომელიც სეგუნდა B-ში ასპარეზობს. თბილისის "დინამოში" მან 3 წელიწადი დაჰყო და 68 გოლი გაიტანა. "ხიმნასტიკმა" "ტვიტერზე" დაადასტურა, რომ ჩისკომ სეზონის ბოლომდე მოაწერა ხელი კონტრაქტზე", - წერს ესპანური პრესა.

მანამდე ესპანური პრესა იუწყებოდა, რომ ჩისკოს კონტრაქტი "ხიმნასტიკთან" 2016 წლის ივნისამდე ექნება.

ჩისკო "ვალენსიას" აღზრდილია, ამ გუნდთან ერთად ის ესპანეთის ჩემპიონი
გახდა (2004). თბილისის "დინამოში" ის ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ თასის მფლობელი, ერთხელ თასის მფლობელი.

ოფიციალური პრეზენტაცია ტარაგონულ გუნდში დღეს საღამოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული