ნიუ იორკიდან ესპანეთში ჩამოფრენილმა "განსაკუთრებულმა", როგორც კი თვითმფრინავის ტრაპზე ფეხი დადგა, უმალ ფოტოგრაფების ალყაში მოექცა. როგორც ჩანს, პორტუგალიელი მწვრთნელი კამერების წინ პოზიორობის გუნებაზე ნაკლებად იყო და ფოტოკორესპონდენტებს თხოვა, თუ ღმერთი გწამთ, თავი დამანებეთო, მაგრამ მასმედიის წარმომადგენლებთან ამან არ გაჭრა.
მოურინიო გაცეცხლდა და ატყდა ერთი ამბავი. მუშტი-კრივამდე საქმე არ მისულა, თუმცა ლანძღვა-გინება, იცოცხლეთ, ყოფილა.
ინციდენტი მას შემდეგ დასრულდა, რაც შემთხვევის ადგილზე აეროპორტის დაცვის თანამშრომლები მივიდნენ.
.