"ვილიარეალი" და "სევილია" "ლივერპულის" ნახევარმცველ ლუკას ლეივას ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ბრაზილიელი "ლივერპულში" 2007 წელს "გრემიოდან" გადაბარგდა, მაგრამ, რომ ვთქვათ "ენფილდზე" გაამართლაო, მოგატყუებთ.
"ლივერპული" 23 წლის ფეხბურთელის გაყიდვითაა დაინტერესებული. ლუკასის შეძენა კი ოთხ კლუბს სურს, აქედან ორი პრიმერა დივიზიონისაა. განსაკუთრებით "ელ სუბმარინო", "ყვითელი წყალქვეშა ნავი" აქტიურობს. ლუკასის სავარაუდო საბაზრო ფასი 10 მილიონი ევროა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.