"ვალენსიას" სამუელ ეტო'ოს ყიდვა უნდა

AutoSharing Option
"ვალენსია" აპირებს, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში განახორციელოს "ევერტონის" კამერუნელი ფორვარდის, სამუელ ეტო'ოს ტრანსფერი. ასეთი ინფორმაცია გააჩნია El Mundo Deportivo-ს.

როგორც იტყობინებიან, მიუხედავად იმისა, რომ 33 წლის ვეტერანის კონტრაქტი ლივერპულურ კლუბთან 2016 წლის ზაფხულში იწურება, "ვალენსიაში" იგეგმება შემტევი ტრიოს შექმნა ეტო'ოს, ალვარო პერეირასა და პაკო ალკარასის შემადგენლობით.

წელს პრემიერლიგაში კამერუნელმა 12 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული