მადრიდის "რეალი" ქარიმ ბენზემას პარაშუტით გადმოხტომის გამო დასჯის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა, შესაძლოა, პარაშუტით გამოხტომის გამო დასაჯონ.

როგორც Marca წერს, ფრანგმა ფეხბურთელმა დიდი ხნის ოცნება შვებულების დღეებში, დუბაიში ყოფნისას აიხდინა.

მაგრამ, ეს ქმედება ეწინააღმდეგება ბენზემას კონტრაქტის პირობას მადრიდულ კლუბთან, რომელიც ფეხბურთელის უსაფრთხოებას ეხება - იმის გამო, რომ საკუთარი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენა, ის ჯარიმას იმსახურებს.

სხვათა შორის, თავის დროზე ამავე მიზეზით "რეალის" ხელმძღვანელობისგან სასტიკი საყვედური ასიერ ილიარამენდიმ მიიღო. მაშინ ფეხბურთელმა კორიდაში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული