მარტინ ედეგორი მადრიდის "რეალს" დარჩება?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" სასურველი ახალგაზრდა ტალანტი მარტინ ედეგორი, რომელსაც "ოლდ ტრაფორდის" ბინადართა ბანაკში სპეციალური ტურიც ჰქონდა და "წითელ ეშმაკებს" ეიმედებოდათ, რომ მას ხელში ჩაიგდებდნენ, ალბათ "რეალს" დარჩება.

"სტრომსგოდსეტის" 16 წლის ნახევარმცველი "ვისენტე კალდერონზე" შენიშნეს, იგი კოპა დელ რეიზე "ატლეტიკოსა" და "რეალის" მადრიდულ დერბის დაესწრო. როგორც ამბობენ, ედეგორი მადრიდში იმიტომ ჩავიდა, რომ "სამეფო გუნდთან" კონტრაქტის ბოლო დეტალები შეეთანხმებინა და თან იქაური გარემო აეთვისებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული