"ღამურები" ბარსელონაში ერთბურთიანი უპირატესობით ჩავიდნენ, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს ეს უპირატესობა. შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, როცა სტუმართა რიგებში მსოფლიოს ჩემპიონ შკოდრან მუსტაფის შეცდომა "ვალენსიას" ძვირი დაუჯდა - გერმანელი გააძევეს და თითქმის მთელი თამაში "ვალენსიას" 10 კაცით მოუწია.
ნუნუს გუნდმა ბოლო ათი წუთი ვეღარ გაძლო, ჯერ საჯარიმოს ჩაწოდების შემდეგ კაისედომ თავით დაასწრო სათადარიგო მეკარე იოელს, შემდეგ კი იმავე კაისედოს მარჯვენა ფლანგიდან ლუკას ვასკესმა გაუკეთა
ნუნუ (ვალენსია): "ბარსელონას განაწყენებულნი და იმედგაცრუებულნი ვტოვებთ. ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ამ სეზონში ერთ ტიტულს მოვიგებდით. ამიტომაც ეს მარცხი ორმაგად მტკივნეულია. როგორმე ეს უნდა გადავიტანოთ. "ვალენსიამ" ამ სეზონში უკვე დაამტკიცა, რომ ნეგატიური შედეგის შემდეგ გუნდს მობილიზება შეუძლია".
მეორე ვალენსიური კლუბის ამოცანა რთული იყო, გუნდმა პირველი თამაში 0:2 წააგო. ამიტომაც "სიუტატ დე ვალენსიაზე" მატჩს დიდი ინტერესი არ გამოუწვევია.
"ლევანტეს" ამოცანა თითქმის შეუძლებელი მას მერე გახდა, რაც "მალაგა" 2:0 დაწინაურდა, თუმცა "ბაყაყებმა" მაინც გაიბრძოლეს - დავიდ ბარალმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ვეტერანმა ხუანფრანმა გაიტანა და თითქოს, შანსიც გაჩნდა.
ბოლოსწინა წუთზე ბარალი ჰეთ-თრიკს ზეიმობდა, თუმცა ნაადრევად - გოლი მან ხელით გაიტანა, რაც მსაჯს არ გამოჰპარვია და ფორვარდს წითელი ბარათი აუფრიალა.
ესპანიოლი-ვალენსია 2:0 (1:2)
გოლები: 1:0 კაისედო (79), 2:0 კაისედო (89)
გაძევება: მუსტაფი (14. ვალენსია)
ლევანტე-მალაგა 3:2 (0:2)
გოლები: 0:1 ორტა (22), 0:2 რესიო (39), 1:2 ბარალი (71), 2:2 ბარალი (74), 3:2 ხუანფრანი (85)
გაძევება: ბარალი (89. ლევანტე)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"