ბეილი მილუოკი-ნიქსის მატჩის ნახვის შემდეგ: ამის გაკეთება ფეხებით უფრო ადვილია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უელსის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გარეთ ბეილი NBA-ს მატჩის, "მილუოკი"-"ნიქსის" ნახვის შემდეგ შთაბეჭდილებების ქვეშ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას "მილუოკიმ" მეტოქე ანგარიშით 95:79 დაამარცხა, ხოლო ფაჩულიამ ორმაგი დუბლი შეასრულა (14 მოხსნა, 11 ქულა).

შეხვედრის ყურების შემდეგ ბეილმა "ინსტაგრამზე" კონკურსი გამოაცხადა. მან ვიდეო განათავსა, სადაც ბურთს კენწლის და შემდეგ კალათში აგდებს.

"ახლახან ვუყურე NBA-ს მატჩს ლონდონში. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამის გაკეთება ფეხებით უფრო ადვილია. აბა, მანახეთ თქვენი ოსტატობა", - თქვა ბეილმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი ტიპია.
irakli
10:06 17-01-2015
0

სიახლეები პოპულარული