ლა ლიგა. XIX ტური: ალვარო ნეგრედომ "ვალენსიას" გამარჯვების გოლი არ იზეიმა

AutoSharing Option
17 იანვარს ესპანეთის ლა ლიგის ოთხი შეხვედრა გაიმართა. დევიდ მოიესის გუნდმა "რაიო ვალეკანოს" უმასპინძლა და 0:1 წააგო. გამარჯვების გოლი მე-80 წუთზე ანგოლელმა მანუჩომ გაიტანა.

"ვალენსიამ" 3:2 აჯობა "ალმერიას". "ღამურები" ორჯერ დაწინაურდნენ და ორჯერვე ებრაელმა ტომერ ჰემედმა გაათანაბრა.

მატჩის მიწურულს ალვარო ნეგრედომ თავურით "ვალენსიას" მოაგებინა, თუმცა გოლი არ იზეიმა - ნეგრედო "ალმერიას" ყოფილი ფეხბურთელია.

"ვილიარეალმა" ბილბაოს "ატლეტიკი" 2:0 დაამარცხა. ძალიან კარგი გოლი გაიტანა რუსმა დენის ჩერიშევმა, მან მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გაიტანა. მეორე გოლი ბრუნო სორიანომ პენალტით გაიტანა, რომელიც
მსაჯმა ხელით თამაშისთვის დანიშნა.

რეალ სოსიედადი-რაიო ვალეკანო 0:1
გოლები: მანუჩო (80)

ვალენსია-ალმერია 3:2
გოლები: 1:0 პარეხო (11), 1:1 ჰემედი (13), 2:1 როდრიგო (28), 2:2 ჰემედი (33), 3:2 ნეგრედო (83)

ვილიარეალი-ბილბაო
გოლები: 1:0 ჩერიშევი (42), 2:0 ბრუნო (83-პენ)

ესპანიოლი-სელტა 1:0
გოლი: 1:0 კაისედო (90)

1. რეალი - 42 ქულა; 2. ბარსელონა - 41; 3. ვალენსია - 38; 4. ატლეტიკო - 38; 5. სევილია - 36.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული