"ვალენსიამ" 3:2 აჯობა "ალმერიას". "ღამურები" ორჯერ დაწინაურდნენ და ორჯერვე ებრაელმა ტომერ ჰემედმა გაათანაბრა.
მატჩის მიწურულს ალვარო ნეგრედომ თავურით "ვალენსიას" მოაგებინა, თუმცა გოლი არ იზეიმა - ნეგრედო "ალმერიას" ყოფილი ფეხბურთელია.
"ვილიარეალმა" ბილბაოს "ატლეტიკი" 2:0 დაამარცხა. ძალიან კარგი გოლი გაიტანა რუსმა დენის ჩერიშევმა, მან მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გაიტანა. მეორე გოლი ბრუნო სორიანომ პენალტით გაიტანა, რომელიც
რეალ სოსიედადი-რაიო ვალეკანო 0:1
გოლები: მანუჩო (80)
ვალენსია-ალმერია 3:2
გოლები: 1:0 პარეხო (11), 1:1 ჰემედი (13), 2:1 როდრიგო (28), 2:2 ჰემედი (33), 3:2 ნეგრედო (83)
ვილიარეალი-ბილბაო
გოლები: 1:0 ჩერიშევი (42), 2:0 ბრუნო (83-პენ)
ესპანიოლი-სელტა 1:0
გოლი: 1:0 კაისედო (90)
1. რეალი - 42 ქულა; 2. ბარსელონა - 41; 3. ვალენსია - 38; 4. ატლეტიკო - 38; 5. სევილია - 36.