"რეალი" "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ ემანუელ ადებაიორით დაინტერესდა. "სამეფო კლუბი" თავდამსხმელ გონსალო იგუაინის შემცვლელს ეძებს, რომელსაც ოპერაცია ელის, რის შემდეგაც ჯანმრთელობის აღსადგენად სამი თვე დასჭირდება.
"ქალაქელები" მზად არიან ადებაიორი გაუშვან, თუ ამ ზამთარს "ვოლფსბურგის" ფორვარდის ედინ ჯეკოს ხელში ჩაგდებას მოახერხებენ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.