ვალენსიამ ლილის მცველი შეიძინა

AutoSharing Option
"ვალენსიას" ხელმძღვანელობამ "ლილის" მცველ ადილ რამისთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ განაცხადა. 25 წლის ფრანგ მცველთან ხელშეკრულება 2014 წლის ივნისამდეა გათვლილი. ტრანსფერის ოფიციალური თანხა არ სახელდება, მაგრამ სავარაუდოდ "ღამურებს" ეს შენაძენი დაახლოებით 6 მილიონი ევრო დაუჯდათ.

თუმცა, 2011 წლის ზაფხულამდე რამი  იჯარის წესით "ლილში" გააგრძელებს ასპარეზობას და ესპანურ გუნდს მხოლოდ ივნისში შეუერთდება.


მომზადებულია AS-ის მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული