"ვალენსიას" ხელმძღვანელობამ "ლილის" მცველ ადილ რამისთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ განაცხადა. 25 წლის ფრანგ მცველთან ხელშეკრულება 2014 წლის ივნისამდეა გათვლილი. ტრანსფერის ოფიციალური თანხა არ სახელდება, მაგრამ სავარაუდოდ "ღამურებს" ეს შენაძენი დაახლოებით 6 მილიონი ევრო დაუჯდათ.
თუმცა, 2011 წლის ზაფხულამდე რამი იჯარის წესით "ლილში" გააგრძელებს ასპარეზობას და ესპანურ გუნდს მხოლოდ ივნისში შეუერთდება.
მომზადებულია AS-ის მიხედვით .