პაკო ალკასერი "ვალენსიაში" 2020 წლამდე დარჩა

AutoSharing Option
"ვალენსიის" ხელმძღვანელობამ ხელშეკრულება გაუგრძელა 21 წლის ფორვარდ პაკო ალკასერს. ახლა ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი "ღამურების" რიგებში 2020 წლამდე დარჩება. ძველი კონტრაქტი მასთან 2016 წლის ზაფხულში იწურებოდა.

"მოხარული ვარ და ამაყი, რომ "ვალენსიაში" კიდევ ხუთი წელიწადი დავრჩები. დიდი მადლობა ამ ნდობისთვის. ასევე, ძალიან ვემადლიერები "ღამურების" ფანებს. ახლა გაორმაგებულად ვიშრომებ იმისთვის, რომ "ვალენსიას" რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული