მოურინიო: რეალის თამაში არ მომეწონა

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრიმერადივიზიონის 17-ე ტურის მატჩში "ხეტაფეს" 3:2 დამარცხების შემდეგ აღნიშნა, რომ შეხვედრამ მასში ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები გამოიწვია. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, იგი ელოდა, რომ მისი ფეხბურთელები მოწინააღმდეგეს გაანადგურებდნენ.

"უცნაური მატჩი გამოვიდა. როცა გუნდები მოედანზე გამოვიდნენ, დარწმუნებული ვიყავი, რომ შეხვედრა ანგარიშით 3:0 ან 4:0 დასრულდებოდა. პირველი ტაიმის დასასრულისკენ ვფიქრობდი: "მატჩის მსვლელობაზე კონტროლს ვკარგავთ". მეორე 45 წუთის დასაწყისში გადავწყვიტე, რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგა. მაგრამ გაშვებულმა გოლებმა, არბელოას გაძევებამ და მეტოქის სათამაშო სტილმა საშუალება არ მოგვცა ფინალურ სასტვენამდე დადებით შედეგში
დარწმუნებულები ვყოფილიყავით.

დღეს "რეალი" არ მომეწონა. გუნდმა ჯეროვანი კონცენტრაცია ვერ გამოავლინა. "ხეტაფეს" სახიფათო შეტევების ძალიან ბევრი შესაძლებლობა მივეცით. დაცვაში არასაკმარისად მჭიდროდ ვთამაშობდით. ჩემმა ფეხბურთელებმა დაცვაში უკეთესად უნდა ითამაშონ", - განაცხადა მოურინიომ.


მომზადებულია AS-ის მიხედვით



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული