გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ხავიც ახსენა, რომელმაც ამ დღეს გუნდის მაისურით 549-ე შეხვედრა ჩაატარა.
- "ლევანტესთან" თამაშის წინ დაუშვებდით, რომ თქვენი გუნდი გოლის გატანას მხოლოდ შესვენების შემდეგ შეძლებდა?
- მაშინაც კი, როცა დიდი ანგარიშით გამარჯვებას ვახერხებთ, ურთულესი ბრძოლის გადატანა გვიწევს. უბრალოდ, ყველაფერი იოლად და მარტივად მოედნის გარედან ჩანს.
"ლევანტემაც", რომელიც საკმაოდ ორგანიზებული გუნდია, უამრავი პრობლემა შეგვიქმნა.
- ეს გაზონის მდგომარეობამაც ხომ არ განაპირობა?
- საშინელ
- იქნებ სწორედ მოედნის ბრალია, რომ "ბარსამ" შესაძლებლობები სრულად ვერ წარმოაჩინა?
- სიმართლე გითხრათ, გაზონის პრობლემა თავიდანვე მაშფოთებდა. აქ საქმე არა იმდენად თამაშის ხარისხს, არამედ საბოლოო შედეგს ეხებოდა, რადგან უკვე 100 წელია, რაც "კამპ ნოუზე" მეტოქეები ჩვენ წინააღმდეგ თავს მთელი გუნდით იცავენ. 2:1 - ეს სამართლიანი ანგარიშია.
- რას იტყვით "ატლეტიკთან" სამეფო თასის განმეორებით მატჩზე, რომელიც ხუთშაბათს გაქვთ ჩასატარებელი?
- პირველივე მატჩში ბასკებთან საქმის მოთავება ვერ შევძელით და ამიტომ, მომავალ შეხვედრაზე ყურადღების მაქსიმალურად გამახვილება გვმართებს. თანაც, ამ თამაშზე დიდად იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება დარჩენილი სეზონი. აქვე გეტყვით, რომ 1/16 ფინალის სტადიაზე ყველაზე რთული მეტოქე გვერგო.
- "ლევანტესთან" თამაში ხავისთვის "ბარსელონაში" ჩატარებული 549-ე შეხვედრა იყო...
- ეს ფანტასტიკური მაჩვენებელია. მე ”ბარსაში” 300 მატჩი ჩავატარე და მეგონა, ეს უდიდესი მიღწევა იყო. თუ ხავი ასეთივე შემართებით ითამაშებს, მას შესწევს ძალა 700-თამაშიან ნიშნულსაც მიაღწიოს.
.