"ბარსელონას" მცველი გაბრიელ მილიტო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის შეცვლას გეგმავს. ფეხბურთელმა კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას გაშვების თხოვნით უკვე მიმართა. მილიტო შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ "ბარსას" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ამასთან აღნიშნა, რომ "ბარსელონას" თავკაცს ურჩევნია ძირითადში ახალგაზრდა მოთამაშეებს უხმოს ან ცენტრალური მცველის პოზიციაზე ერიკ აბიდალი დააყენოს.
მომზადებულია AS-ის მიხედვით
.