ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტური: "რეალი" რონალდოს გარეშეც "რეალია" [VIDEO]

AutoSharing Option
* ვიგოს "სელტამ" 10-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 1-ლი ნოემბრის მერე პირველად იმარჯვა.

* "ატლეტიკო" პსჟ-ს უჩივის დიეგო სიმეონესთან უნებართვოდ მოლაპარაკების დაწყებისთვის.

* "მალაგას" მცველი ანტუნეში კიევის "დინამოში" სამედიცინო შემოწმებას გადის.

"რეალი" კრიშტიანო რონალდოს გარეშეც "რეალია" - პორტუგალიელი ვარსკვლავის არყოფნა მას არც შესტყობია და დევიდ მოიესის "სოსიედადთან" ფანები მხოლოდ საწყის წუთებში ანერვიულა. "სამეფო კლუბი" ისევ ამაყად უდგას თავში ესპანურ ქარავანს.

დებიუტიც ასეთი უნდა
პარასკევის მატჩის წინ გუნდებმა პატივი მიაგეს 90-იანი წლების "რაიოს" ნიგერიელი გოლკიპერის, უილფრედ აგბონავბარეს ხსოვნას, რომელიც რამდენიმე დღის წინ
სიმსივნით გარდაიცვალა.

ვიქტორ ფერნანდესმა "დეპორტივოს" შუახაზის ცენტრი ანდო ახალწვეულ სელსო ბორხესს და არც შემცდარა. კოსტარიკელი მატჩის გმირი გახდა, მან დუბლი შეასრულა (პირველი გოლი ცოტა კურიოზული გამოდგა - მას მეკარის მიერ მოგერიებული ბურთი მოხვდა, მეორე - პენალტი) და გალისიურ კლუბს საჭირო სამი ქულა მოუტანა - 2:1. სწორედ ბორხესმა მიიღო საუკეთესო შეფასება "მარკასგან" - 7 ბალი.

ბეილს ისევ უსტვინეს
კრიშტიანო რონალდო დისკვალიფიკაციის გამო თამაშს ტოვებდა. ამიტომაც კარლო ანჩელოტიმ 4-3-3-დან 4-4-2-ზე გადააწყო გუნდი. "რეალმა" პირველსავე წუთზე გაუშვა, თავურით თავი არიც ელუსტონდომ გამოიჩინა, თუმცა "სამეფო კლუბს" სულ 2 წუთი დასჭირდა პასუხის გასაცემად, ამჯერად შედეგიანი თავური ჯეიმს (ხამეს) როდრიგესის ანგარიშზეა.

პირველსავე ტაიმში სერხიო რამოსმა ქარიმ ბენზემას დარტყმულს დაამატა და "რეალი" წინ გავიდა. მეორე ტაიმში ფრანგმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა, მისი ასისტენტობა კი გარეთ ბეილმა და ისკომ ითავეს. მართალია, რონალდოს არყოფნაში ლიდერობა ბეილმა ითავა, მაგრამ უელსელმა ერთი-ორი აშკარა საგოლე მომენტი გაანიავა და "ბერნაბეუზე" ისევ გაისმა სტვენა მისი მიმართულებით.

"მარკას" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი (8 ბალი) ქარიმ ბენზემა (რეალი): "ჩემი გოლებით ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა უფრო გუნდის გამარჯვება მახარებს. ამ თამაშში გამარჯვება აუცილებელი იყო, ეს იყო მძიმე ბრძოლა ძლიერ მეტოქესთან. ჩვენ ყველაფერი გამოგვივიდა. მეორე გოლის ეპიზოდში შევამჩნიე, რომ ასე დარტყმა შედეგს მოიტანდა, თუმცა მაინც არ ველოდი, რომ გოლი ასეთი ლამაზი გამოვიდოდა".

კარლო ანჩელოტი (რეალი): "თამაში ცუდად დავიწყეთ და ეს ბოლო დროს ხშირად მოგვდის - "კორდობასთან" და "ატლეტიკოსთან" თასზეც ასე იყო. მატჩის დებიუტში უკეთ უნდა ვითამაშოთ. მეორე ტაიმში სიჩქარეებს მოვუმატეთ და შეხვედრას სრულად ვაკონტროლებდით. ბენზემამ ფანტასტიკურად ითამაშა. ის უდიდესი ოსტატია".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ატლეტიკო" ტალახშიც "ატლეტიკოა"
დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" განაგრძობს ლიდერთა დევნას, მადრიდულმა გუნდმა ფერნანდო ტორესის გარეშე სძლია დებიუტანტ "ეიბარს" მისსავე მოედანზე - 3:1.

იპურუას ტალახიან მოედანს სტუმრებმა უფრო ადრე აუღეს ალღო. ანტუან გრიზმანმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ხოლო მარიო მანჯუკიჩმა დუბლი შეასრულა.

მატჩის მიწურულს "ეიბარის" რიგებში თავი გამოიჩინა იტალიელმა ფორვარდმა ფედერიკო პიოვაკარიმ. აღსანიშნავია, რომ "ეიბარი", რომელმაც პირველ 25 წუთში სამი გოლი მიიღო, ბედს არ შეეგუა და ბოლომდე იბრძოლა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კორდობას გოლით "კორდობას" დაეწია
"გრანადა" აღარ არის ბოლოადგილოსანი, პრიმერას ორი, შესაძლოა, ყველაზე სუსტი გუნდის დუელში, ანდალუსიური კლუბი გამოვიდა გამარჯვებული, ვალენსიური კი დამარცხდა. "ელჩეს" კარში ერთადერთი გოლი ახლო მანძილიდან დასწრებაზე ყოჩაღად მოთამაშე ჯონ კორდობამ გაიტანა. სწორედ ამ მექსიკელი ფორვარდის "სეხნია" გუნდს წამოეწია "გრანადა" 18 ქულით. "მარკას" რჩეული - პიტი (გრანადა, 6,5 ბალი).

ნავსი გატყდა
ვიგოს "სელტას" პრიმერაში ბოლოს მე-10 ტურში მოეგო, ეს 1-ელ ნოემბერს იყო. მაშინ "სელტამ", არც მეტი, არც ნაკლები, "ბარსელონა" დაამარცხა. ამას კი მანამდე ყოჩაღად მოთამაშე გალისიური კლუბის აღმაფრენა კი არა, ჩავარდნა მოჰყვა - "კამპ ნოუზე" გმირობის შემდეგ "სელტამ" 10 ტური ვერ მოიგო (2 ფრე, 8 წაგება, მხოლოდ ორი გატანილი ბურთი). შაბათს "სელტას" უიღბლობას წერტილი დაესვა, ნოლიტოს ერთადერთი გოლის წყალობით ვიგოელებმა "კორდობა" დაამარცხეს.

ერთი კაცის გუნდი
რა დასკვნების გამოტანა შეიძლება კვირის დღის მატჩისგან? ორის: პირველი - ვალენსიური "ლევანტე" ასე ნათხოვარი ან უფასოდ აყვანილი ფეხბურთელებით შეკოწიწებული გუნდით ერთხელაც კისერს წაიტეხს და ეს შეიძლება ამ სეზონში მოხდეს და მეორე - ბილბაოს "ატლეტიკის" თამაში ძალიან გახდა დამოკიდებული ერთ ფეხბურთელზე.

ასე, მგონი, ფერნანდო ლორენტეს ეპოქაშიც არ ყოფილა. თუკი ცენტრფორვარდ არიც ადურისს თამაში მისდის, ყველაფერი წესრიგშია. არადა, ადურისი ერთ კვირაში 34 წლის ხდება და სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობა, ბუნებრივია, უჭირს. ვალენსიაში მან ორი ბრწყინვალე გოლი გაიტანა და "ბილბაოს" მოაგებინა.

"ალმერიამ" "ხეტაფე" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, გამარჯვების გოლი ედგარ მენდესის ანგარიშზეა. გუნდებმა თამაში 10-10 კაცით დაასრულეს. ეს ანდალუსიური კლუბის პირველი გამარჯვება იყო შინ ჩემპიონატში.

"სევილიამ" "სანჩეს პისხუანზე" 5-გოლიანი თრილერი მოუგო "ესპანიოლს" მატჩში, რომელშიც ვერც ერთმა მეკარემ ვერ შეძლო მატჩის ჩამთავრება: მასპინძელთა გოლკიპერი შეცვალეს, სტუმართა - გააძევეს. საერთო ჯამში, 1 გაძევება და 11 გაფრთხილება ვიხილეთ.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტური
30 იანვარი
ვალეკანო-დეპორტივო 1:2
გოლები: 0:1 ბორხესი (10), 1:1 ბუენო (22), 1:2 ბორხესი (72-პენ)
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო - ტიტო, ზე კაშტრო, ბა (73. პოსუელო), ემილიანო ინსუა - ბაენა, ტრაშორასი - აკინო (76. ემბარბა), ბუენო, კაკუტა - ლეო ბაპტიშტაო (62. მანუჩო)
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრისიო - ხუანფრანი, ლოპო, სიდნეი (91. პ. ინსუა), ლუიზინიო - ბერგანტინიოსი, ბორხესი - ხ. როდრიგესი, ლ. პერესი (66. კუენკა), კავალეირო - რიერა (79. ხ. დომინგესი)
გაფრთხილება: ზე კაშტრო, ბა, ბაენა - როდრიგესი, სიდნეი, პერესი, ინსუა
კუთხური: 10-7; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 11-13 (4-6); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 10 724

31 იანვარი
რეალი-სოსიედადი 4:1
გოლები: 0:1 ა. ელუსტონდო (1), 1:1 ჯ. როდრიგესი (3), 2:1 ს. რამოსი (37), 3:1 ბენზემა (51), 4:1 ბენზემა (76)
რეალი (4-4-2): კასილიასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - ჯ. როდრიგესი (74. ხესე), ილიარამენდი, კროოსი (81. ხედირა), ისკო - ბენზემა (81. ხ. ერნანდესი), ბეილი
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ა. ელუსტონდო (63. ბერგარა), მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - გ. ელუსტონდო, პარდო - ჩაბი პრიეტო, გრანერო, კანალესი (46. დე ლა ბელია) - ველა (17. აგირეჩე)
გაფრთხილება: ილიარამენდი, მარსელო, ხედირა - ბერჩიჩე
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 26-8 (11-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 73 000

ეიბარი-ატლეტიკო 1:3
გოლები: 0:1 გრიზმანი (7), 0:2 მანჯუკიჩი (23), 0:3 მანჯუკიჩი (25), 1:3 პიოვაკარი (89)
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ლილიო, ანიბარო, რ. ნავასი, აბრაამი - ერასტი (46. ლარა), ბორხა ფერნანდესი - დელ მორალი (46. კაპა), არუაბარენა (46. ლეკიჩი), საულ ბერხონი - პიოვაკარი
ატლეტიკო (4-3-3): მოია - გამესი, ხ. ხიმენესი, გოდინი, სიკეირა - საულ ნიგესი, ტიაგო, კოკე (79. კანი) - რაულ გარსია (55. მ. სუარესი), მანჯუკიჩი, გრიზმანი (70. რ. ხიმენესი)
გაფრთხილება: პიოვაკარი, აბრაამი, ლილიო - გრიზმანი, კოკე, ნიგესი
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11-8 (3-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 5 200

გრანადა-ელჩე 1:0
გოლი: 1:0 კორდობა (56)
გრანადა (4-2-3-1): ოიერი - ნიომი, ბაბენი, მაინსი, ემანუელ ინსუა - რ. პერესი, ფ. რიკო - იბანიესი (89. ფულკიე), პიტი (81. მარკესი), ლ. ბანგურა (71. კანდეიაში) - კორდობა
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი - დ. სუარესი, როკო, ლომბანი, ალბაკარი - პაშალიჩი, ა. გონსალესი - ალვარო (64. ერერა), ვ. როდრიგესი, ა. ნიგესი (73. ანხელი) - კორომინასი (67. გ. როდრიგესი)
გაფრთხილება: ნიომი, ინსუა, მაინსი, ბანგურა - როკო, სუარესი, ლომბანი, როდრიგესი
გაძევება: როდრიგესი (70)
კუთხური: 12-4; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 14-5 (2-1); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 15 320

სელტა-კორდობა 1:0
გოლი: 1:0 ნოლიტო (56)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - ს. გომესი, კაბრალი, ფონტასი, პლანასი - კრონ-დელი, ა. ფერნანდესი (91. პ. ერნანდესი), ორელიანა (79. რადოია) - მინა (68. ა. ლოპესი), ლარივეი, ნოლიტო
კორდობა (4-2-3-1): ხუან კარლოსი - გუნინო, პანტიჩი, კრესპო, ედიმარი - დეივიდი (78. ბორხა გარსია), როსი - ბებე, ე. რამოსი (46. აბელი), ღილასი - ანდონე
გაფრთხილება: ორელიანა, მინა - ე. რამოსი, ბებე, აბელი, კრესპო (თამაშის მერე)
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 19-8 (9-3); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 16 200

1-ლი თებერვალი
ლევანტე-ბილბაო 0:2
გოლები: 0:1 ადურისი (48), 0:2 ადურისი (87)
ლევანტე (4-4-2): მარინიო - მორალესი, ვინტრა, ადუა, ხუანფრანი - ჩუმეტრა, კამარასა, სიმაო (46. დიოპი), ივანშიტცი (57. უჩე) - ვ. კასადესუსი, ბარალი (71. რუბენ გარსია)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა (91. ეჩეიტა), გურპეგი, ლაპორტი, ბალენსიაგა - იტურასპე, მ. რიკო - უ. ლოპესი (46. სუსაეტა), დე მარკოსი, მუნიაინი (79. სან ხოსე) - ადურისი
გაფრთხილება: სიმაო, ბარალი - ირაოლა, დე მარკოსი, იტურასპე, სუსაეტა, ადურისი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 10-14 (4-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 16 359

ალმერია-ხეტაფე 1:0
გოლი: 1:0 მენდესი (44)
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი - მასედო, მ. დოს სანტოსი, ტრუხილიო, დუბარბიერი - ვერსა, კორონა (74. ველესი) - ვ. სილვა (90. ესპინოსა), სორიანო, მენდესი (87. რომერა) - ჰემედი
ხეტაფე (4-2-3-1): კოდინა - აროიო (84. ემი ბუენდია), ნალდო, ველასკესი, ესკუდერო - ხ. როდრიგესი, დ. კასტრო - სარაბია (69. ლაგო), სამირი, ინესტროსა (60. პედრო ლეონი) - ა. ვასკესი
გაფრთხილება: ვერსა, ჰემედი, სორიანო, ესპინოსა - ინესტროსა, კასტრო, ესკუდერო, ლაგო
გაძევება: ესკუდერო (63), ჰემედი (82)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 18-10; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12-12 (7-7); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 13 000

სევილია-ესპანიოლი 3:2
გოლები: 0:1 სტუანი (15), 1:1 ფიგეირაში (26), 2:1 ვიტოლო (35), 2:2 სანჩესი (77), 3:2 ასპასი (89)
სევილია (4-2-3-1): ბეტო (46. ს. რიკო) - ფიგეირაში, არიბასი, კოლოძეიჩაკი, ფ. ნავარო - იბორა, კარიშო - ა. ვიდალი, ბანეგა (79. ბაკა), ვიტოლო (78. დ. სუარესი) - ასპასი
ესპანიოლი (4-4-2): კასილია - ხ. ლოპესი, კოლოტო, ე. მორენო (34. ალვარო), ფუენტესი - ვ. სანჩესი, აბრაამი, კანიასი, მონტანიესი (46. ს. გარსია) - სტუანი, სევილია (42. პაუ)
გაფრთხილება: ვიდალი, ბეტო, იბორა, არიბასი, ფიგეირაში, ბანეგა, ბაკა, ასპასი - კანიასი, სანჩესი, ლუკას ვასკესი (მოედანზე არ იყო)
გაძევება: კასილია (40)
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 20-11; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 22-5 (7-2); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 30 000

ბარსელონა-ვილიარეალი 3:2
გოლები: 0:1 ჩერიშევი (30), 1:1 ნეიმარი (45), 1:2 ვიეტო (51), 2:2 რაფინია (53), 3:2 მესი (55).
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაფინია (88. რაკიტიჩი), ბუსკეტსი (71. მატიო), ინიესტა - მესი, ლ. სუარესი (79. პედრო), ნეიმარი
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, რუისი, ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი (84. მ. გომესი), პინა (76. ტრიგეროსი), ბრუნო სორიანო, ჩერიშევი - ჯოვანი დოს სანტოსი (89. უჩე), ვიეტო
გაფრთხილება: რაფინია - რუისი, ბრუნო, ჯონათან დოს სანტოსი
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 10-20; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 19-9 (7-3); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 79 500
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

2 თებერვალი
მალაგა-ვალენსია 23:45

ბომბარდირები: 28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - ნეიმარი (ბარსელონა); 12 - კარლოს ბაკა (სევილია); 11 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი); 10 - მარიო მანჯუკიჩი (ატლეტიკო), გარეთ ბეილი (რეალი), ლუსიანო ვიეტო (ვილიარეალი).

გადმოტანილი მატჩი
4 თებერვალი:
რეალი-სევილია

მომდევნო ტური
6 თებერვალი:
დეპორტივო-ეიბარი

7 თებერვალი:
ატლეტიკო-რეალი, ვილიარეალი-გრანადა, ლევანტე-მალაგა, რეალ სოსიედადი-სელტა

8 თებერვალი:
კორდობა-ალმერია, ხეტაფე-სევილია, ესპანიოლი-ვალენსია, ბილბაო-ბარსელონა

9 თებერვალი:
ელჩე-რაიო ვალეკანო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული