აგენტი: კრიშტიანო რონალდოს სატრანსფერო ფასი მილიარდი ევროა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა საკუთარი კლიენტის სატრანსფერო ფასი დაასახელა.

"კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მისი ვინმესთან შედარება არ შეიძლება.

მისი სატრანსფერო ფასი? მილიარდი ევრო. მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვით, მსურველმა კლუბმა რონალდოს სანაცვლოდ მილიარდი უნდა გადაიხადოს. ასეთი ფეხბურთელის შეძენა შეუძლებელია.

მაგრამ თუ კლუბი ხვალ მის გაყიდვას 300 მილიონად გადაწყვეტს, ვინმე გადაიხდის ამ თანხას?", - თქვა მენდეშმა.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული