ესპანეთი. ლა ლიგა. ტრანსფერები: მშვიდი ბაზარი ესპანეთში

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო სეზონმა ესპანეთში მოსაწყენად ჩაიარა. ბოლოსკენ, იმის მაგივრად, რომ კლუბები გააქტიურებულიყვნენ, საერთოდ მინავლდა ყველაფერი.

ასე რომ, მოსაყოლიც ბევრი არაფერია. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, ძირითადად, ელიტაში დასარჩენად მებრძოლი გუნდები ცდილობდნენ შემადგენლობების კორექციას, საამისოდ კი, ძირითადად, იჯარას იყენებდნენ ან თავისუფალ აგენტებზე ნადირობდნენ.

"ლევანტეს", "კორდობას", "გრანადას" და სხვათა აქტიურობის შესახებ ცხრილიდანაც კი შეიტყობთ, რომელიც 20 იანვრიდან პერიოდს მოიცავს (იანვრის პირველი ნახევრის ტრანსფერები უკვე შემოგთავაზეთ).

გრანდები: რეალი და ბარსელონა
მაშ ასე, ჩვენ უკვე შეგვიძლია შეჯამება ამ სატრანსფერო სეზონის. დავიწყოთ იქიდან, რომ "ბარსელონას" ფიფამ 2016
წლის იანვრამდე აუკრძალა ტრანსფერები. ასე რომ, ლუის ენრიკე ხელფეხშეკრული იყო. "ბარსელონას" გუნდიდანაც არავინ გაუშვია.

არც "რეალს" უაქტიურია დიდად, თუმცა ორი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა: მარტინ ედეგორი და ლუკას სილვა შეიძინა. ნორვეგიელი ედეგორი მომავალზე გათვლილი ინვესტიციაა, ის ჯერ "კასტილიაში" ითამაშებს.

აი, საყრდენი ნახევარმცველი ლუკას სილვა კი გუნდს ამ სეზონშივე გააძლიერებს. ბრაზილიის ორგზის ჩემპიონში "რეალმა" 13 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ეს არ არის ზამთრის ესპანური ტრანსფერების რეკორდი. ლუკას სილვა კარლო ანჩელოტის გუნდში, სავარაუდოდ, ტონი კროოსის ალტერნატივა იქნება. 21 წლის ფეხბურთელი ბრაზილიაში ჩემპიონატის საუკეთესო საყრდენად დაასახელეს, ეს კი სერიოზული განაცხადია.

ყოჩაღები: ატლეტიკო, ვალენსია, სევილია, ვილიარეალი
"ატლეტიკოს" სამი შენაძენია: 19 წლის არგენტინელი ფორვარდი ანხელ კორეა ("სან ლორენსო"), 30 წლის ფერნანდო ტორესი და 33 წლის კანი. ახალგაზრდა არგენტინელში "ატლეტიკომ" 5,6 მილიონი ევრო გადაიხადა, ორი ვეტერანი კი იჯარით აიყვანა. თუკი "ელ ნინიოს" დაბრუნებამ საყოველთაო ინტერესი გამოიწვია, კანის დამატება ცოტა გაუგებარია, თუმცა ეს გამოცდილი ნახევარმცველი "კოლჩონეროსს" უსასყიდლოდ ერგო. "ელ ნინიომ" უკვე გაუტანა როგორც "რეალს", ასევე "ბარსელონას".

დიეგო სიმეონემ ალესიო ჩერჩი "მილანში" გაუშვა, ხოლო კრისტიან როდრიგესი - "პარმაში".

"ვალენსიამ" მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყიდა, თუმცა ამით სეზონის რეკორდი დაამყარა ესპანეთში - 28 წლის არგენტინელი ენცო პერესის სანაცვლოდ "ვალენსიამ" "ბენფიკას" 25 მილიონი ევრო გადაუხადა. ენცომ უკვე დაიმკვიდრა ადგილი "ღამურების" სასტარტო შემადგენლობაში.

"ვალენსიამ" კარლეს ხილი (6 მილიონად "ასტონ ვილაში"), მიჩელ ერერო (600 ათასად "გუანჟოუში"), რობერტ იბანიესი ("გრანადაში) და ჟოაო პერეირა ("ჰანოვერში") გაუშვა.

"სევილიას" საერთოდ არ უაქტიურია ბაზარზე, ანდალუსიურმა კლუბმა მხოლოდ უსარგებლო ბრაზილიელი სისინიო მოიცილა - "ნუმანსიაში" იჯარით გაუშვა.

"ვილიარეალმა" პრიმერას ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ბრაზილიელი გაბრიელ პაულისტა გაყიდა "არსენალში" (12 მილიონად) და მის შემცვლელად "ესპანიოლისგან" კოტდივუარელი ერიკ ბაილი შეიძინა (5 მილიონად). "წყალქვეშა ნავს" აუცილებლად გააძლიერებს "არსენალიდან" იჯარით წამოსული ხოელ კემპბელიც, რომელიც მუნდიალიდან ბევრს გემახსოვრებათ.

სხვები: სელტა, მალაგა, დეპორტივო
"მალაგამ" კიევის "დინამოში" პორტუგალიელი მცველი ვიტორინო ანტუნეში გაყიდა და 6 მილიონ ევრომდე იხეირა, როკე სანტა კრუსში კი "კრუს ასულისგან" 1,5 მილიონი მიიღო.

"სელტამ" 1,3 მილიონად 18 წლის ბელგიელი თეო ბონგონდა იყიდა. ეს ფორვარდი ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია.

მართალია, "დეპორტივომ" მხოლოდ იჯარით აიყვანა კოსტარიკელი სელსო ბორხესი, მაგრამ გალისიურ კლუბს არჩევანი აშკარად უნდა მოვუწონოთ, მან პირველსავე მატჩში 2 გოლი გაიტანა.
მოკლედ, სულ ეს არის...

ფეხბურთელი საიდან სად შენიშვნა
20 იანვარი
მანუელ ლანსაროტე ესპანიოლი ალავესი იჯარა
კრიასტიან როდრიგესი ატლეტიკო პარმა იჯარა
ემანუელ ინსუა (არგ) უდინეზე გრანადა თ. აგ.

21 იანვარი

რუბენ პერესი ტორინო ატლეტიკო იჯ. დაბრუნდა
რუბენ პერესი ატლეტიკო გრანადა იჯარა
ხერმან პარენიო ესპანიოლი რასინგი იჯარა
დიეგო ბუონანოტე (არგ) პაჩუკა გრანადა იჯ. დაბრუნდა

22 იანვარი

დანი ნუნკეუ (კამ) გრანადა გალათასარაი იჯ. დაბრუნდა
ლუკას სილვა (ბრ) კრუზეირო რეალი 12 მლნ. ევრო

23 იანვარი
ჩისკო ხიმენესი კორდობა მალიორკა იჯარა

24 იანვარი
ტეერასილ დანგდა (ტაი) ალმერია მუანგტონგი იჯ. დაბუნდა
ხოელ კემპბელი (კ.რ.) არსენალი ვილიარეალი იჯარა
გაბრიელ პაულისტა (ბრ) ვილიარეალი არსენალი 12 მლნ.

25 იანვარი

ხუან კარლოს რეალი დეპორტივო ტენერიფე თ. აგ.

26 იანვარი
იონ გარტანიაგა სოსიედადი პონფერადინა იჯარა

27 იანვარი

ერიკ ბაილი (კ. დივ.) ესპანიოლი ვილიარეალი 5,25 მლნ.
ჩარლი დინი (ინგ) ალკორკონი ელჩე იჯ. დაბრუნდა
ჩარლი დინი (ინგ) ელჩე ოვიედო იჯარა
კარლოს კლერკი ესპანიოლი საბადელი იჯარა

28 იანვარი
ხუან კალა უგუნდო გრანადა თ. აგ.
ალექს ფერნანდესი ესპანიოლი რიეკა იჯარა
სისინიო (ბრ) სევილია ნუმანსია იჯარა
არიც გარაი კორდობა - -
ელდერ რამოსი (კ. ვერდე) სპორტინგი კორდობა იჯარა

29 იანვარი
კალუ უჩე (ნიგ) ალ რაიანი ლევანტე თ. აგ.
ჟოაო პერეირა (პორ) ვალენსია ჰანოვერი თ. აგ.
ივან რამისი უიგანი ლევანტე თ. აგ.
ექტორ როდასი ლევანტე ბეტისი თ. აგ.
დანიელ კანდეიაში (პორ) ბენფიკა გრანადა თ. აგ.
ერიკ მორანი ბილბაო ლეგანესი იჯარა
ბორხა ლოპესი მონაკო დეპორტივო იჯარა

30 იანვარი
დიეგო ბუონანოტე (არგ) გრანადა კილმესი იჯარა
ბრაიან რაბელიო (ჩილ) ლუცერნი სევილია იჯ. დაბრუნდა
ბრაიან რაბელიო (ჩილ) სევილია ლეგანესი იჯარა
ბრუნო სუკულინი (არგ) ვალენსია სიტი იჯ. დაბრუნდა
კიკე გონსალესი ალმერია რასინგი იჯარა
რენე კრჰინი (სლო) ინტერი კორდობა იჯარა
ექტორ იუსტე გრანადა მალიორკა იჯარა
ერნან პერესი (პარ) ვილიარეალი ვალიადოლიდ. იჯარა
რაფაელ პაესი ლივერპული ეიბარი იჯარა
ხაიმე გავილანი ლევანტე - -
ბრუნო სუკულინი (არგ) სიტი კორდობა იჯარა
ადრიან კოლუნგა ბრაიტონი გრანადა იჯარა
დანიელ ლარსონი (შვ) გრანადა ესბიერგი იჯარა
ხოსე კასადო მალაგა ალმერია თ. აგ.
კარლოს კაბალიერო კორდობა ვერია იჯარა
ბრაიან რუისი (კ. რიკა) ფულჰემი ლევანტე იჯარა

1-ლი თებერვალი
ვიტორინო ანტუნეში (პორ) მალაგა დინამო კ. 6 მლნ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული