კაკა: მეგონა, ყველაფერი დასრულდა

AutoSharing Option

"რეალის" ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი კაკა უზომოდ გახარებულია, რომ ფეხბურთს დაუბრუნდა. მან "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ, რომლის ბოლო 20 წუთამდე ითამაშა, ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ დარწმუნებული არ იყო ფეხბურთელის კარიერის გაგრძელებას თუ შეძლებდა:

"ერთი სული მქონდა, როდის გამოვიდოდი სათამაშოდ. ძალიან გახარებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე სულ რაღაც 20 წუთი გავატარე. ეს რაღაც განსაკუთრებული გრძნობაა, თითქოს, კარიერას თავიდან ვიწყებ. მით უფრო, რომ "ხეტაფესთან" გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

 

ახლა მინდა გამოგიტყდეთ, რას ვგრძნობდი ამ პერიოდის განმავლობაში - ძალიან ხშირად მიპყრობდა შიში, რომ ვერასოდეს შევძლებდი თამაშს. მთელმა ჩემმა

ოჯახმა იცოდა, რას ვგრძნობდი და გვერდში მედგა, მაგრამ მაინც რთული იყო ცხოვრება ამ საშინელი შეგრძნებით, რომ ყველაფერი დასრულდა", - განაცხადა კაკამ თამაშის შემდეგ.

 

ახლა კაკა სხვას უდგას მხარში, მას სურს თანაგუნდელი გონსალო იგუაინი გაამხნევოს, რომელსაც სეზონის ბოლომდე არ მოუწევს თამაში: "როცა ძალიან სერიოზულ ტრავმას იღებ, თავს ძალიან მარტო გრძნობ. მინდა გონსალომ იცოდეს, რომ მე მასთან ვარ და მსურს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მწვანე მინდორს".




.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული