აფელაი, ეგრევე ომში

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალწვეულის, იბრაჰიმ აფელაის დებიუტი ესპანეთის სამეფო თასზე შედგება, ხოსეპ გვარდიოლამ ის ბილბაოს "ატლეტიკთან" დღევანდელი საპასუხო მატჩის განაცხადში შეიყვანა.

თამაშისთვის ემზადება ლეო მესიც, რომელსაც 2-3 დღით მეტი დასვენების უფლება მისცეს. გვარდიოლა გაახარა ცნობამ, რომ კაპიტანმა კარლეს პუიოლმა ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა და თამაში კვლავ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა და ბასკთა პირველი მერვედფინალური დაპირისპირება "კამპ ნოუზე" უგოლოდ დასრულდა. ასე რომ, "ბლაუგრანა" თასიდან გავარდნის საფრთხის წინაშეა. 20-კაციან შემადგენლობაში, რომელიც ბილბაოში გაემგზავრა, მოხვდა ტიაგო ალკანტარა, მაგრამ არ არის ბრაზილიელი მაქსველი, რომელმაც "ლევანტესთან" შეხვედრაში საზარდული
დაიზიანა.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული